AsstrA უზრუნველყოფს კომპლექსურ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ მომსახურებას სამომხმარებლო საქონლის (FMCG) საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის საყოფაცხოვრებო ქიმიკატების, პირადი ჰიგიენის საშუალებებისა და სხვა პროდუქტების ჩათვლით. FMCG-ის ბაზარმა ბოლო პერიოდში განიცადა კრიზისის უარყოფითი გავლენა. თუმცა, 2017 წლისთვის ამ სეგმენტში სავაჭრო ბრუნვამ კვლავ დაიწყო ზრდა. ეს გამოწვეულია სამომხმარებლო საქონლის თითქმის ყოველდღიური მოთხოვნილების არსებობით, ასევე მათი ხელმისაწვდომი ფასით და ფართო ასორტიმენტით. FMCG ბაზარი ხასიათდება მუდმივად მაღალი მოთხოვნით, მაღალი კონკურენციით და მუდმივი გაფართოებით, რაც დაკავშირებულია ბაზარზე ახალი ბრენდებისა და საქონლის სახეობების შემოსვლასთან. ასეთი ფართომასშტაბიანი ინდუსტრია მოითხოვს კარგად ჩამოყალიბებული ლოგისტიკური სისტემის შექმნას, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს მიწოდების მზარდ მოცულობას.
AsstrA ხელს უწყობს სამომხმარებლო საქონლის უწყვეტი მიწოდების დამყარებას საერთაშორისო ტრაფიკში. AsstrA-ს გამოცდილი თანამშრომლები უზრუნველყოფენ ტვირთის გადაზიდვას ყველა სახის ტრანსპორტით და მიწოდების კომბინირებული სქემებით ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში. AsstrA-ს სპეციალისტები ითვალისწინებენ კლიენტის საჭიროებებს და ტვირთის მახასიათებლებს, ადგენენ მიწოდების ოპტიმალურ მარშრუტს და გამოთვლიან FMCG საქონლის ტრანსპორტირების ღირებულებას. AsstrA აწვდის ნებისმიერ ტვირთს შეთანხმებულ ვადებში, მიუხედავად გეოგრაფიისა და ტრანსპორტირების სირთულისა. საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის წყალობით ჩვენ ვახერხებთ განახორციელოთ მოქნილი საფასო პოლიტიკა და შევინარჩუნოთ გაწეული მომსახურების მაღალი ხარისხი.
დამატებითი ინფორმაცია
-
სამომხმარებლო საქონლის ადგილობრივი და საერთაშორისო ტრანსპორტირების პირობები განსხვავდება ტვირთის კონკრეტული ტიპის მიხედვით. AsstrA ახორციელებს შემდეგი სამომხმარებლო საქონლის ტრანსპორტირებას:
- საყოფაცხოვრებო ქიმიკატები (მათ შორის ქსოვილის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტი, სადეზინფექციო საშუალებების ხაზი და ა.შ.);
- პირადი ჰიგიენის საშუალებები (მათ შორის, ქალთა კომფორტისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომფორტის მოვლის საშუალებები);
- ბავშვის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი.
ჩვეულებრივ, ყოველდღიური მოთხოვნის საქონელი არის "უპრეტენზიო" საქონელი, რომელიც არ საჭიროებს გარკვეული ტემპერატურის ან ტენიანობის დონის შენარჩუნებას. ამავდროულად, საყოფაცხოვრებო ქიმიკატებმა, პირადი ჰიგიენის საშუალებებმა და ზოგიერთმა სხვა FMCG პროდუქტმა შეიძლება დაკარგოს სამომხმარებლო თვისებები და გამოუსადეგარი გახდეს ტენიანობასთან ხანგრძლივი კონტაქტის ან ზედმეტად მაღალი ან დაბალი ტემპერატურის გავლენის ქვეშ. ტვირთის საიმედო დაცვას გარე ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედებისგან უზრუნველყოფს მკვრივი ქარხნული შეფუთვა და მკვრივი ტარა (ყუთები).
სამომხმარებლო საქონლის მიწოდების სირთულე ხშირად მდგომარეობს მათ მრავალფეროვნებაში. ერთ სატრანსპორტო საშუალებით ხშირად გადააქვთ არაერთგვაროვანი FMCG საქონელი. ეს უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ადაპტირებული ტრანსპორტის გამოყენების აუცილებლობას, რომელიც შესაფერისია მისი მახასიათებლებით სხვადასხვა პროდუქტების მიწოდებისთვის, დასუფთავებისა და სარეცხი საშუალებებიდან ბავშვების გათვალიწინებულ საქონელამდე.
გარდა ამისა, სამომხმარებლო საქონლის მრავალფეროვნება ართულებს საქონლის განბაჟების პროცესს: FMCG საქონლის განბაჟებისთვის საჭიროა არა მხოლოდ ინვოისები და ფინანსური დოკუმენტები, არამედ სერთიფიკატები. სერტიფიცირება და მარკირება, თავის მხრივ, სავალდებულო მოთხოვნაა გარკვეული სახის სამომხმარებლო პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის.
AsstrA-ს თანამშრომლები აკონტროლებენ ცვლილებებს ეროვნულ და საერთაშორისო საკანონმდებლო რეგულაციაში, ტექნიკურ და სანიტარიულ სტანდარტებში ტრანსპორტის სფეროში, ასევე ხელმძღვანელობენ საკუთარი გამოცდილებით და მრავალწლიანი პრაქტიკით სამომხმარებლო საქონლის ტრანსპორტირებაში. ამის წყალობით, AsstrA უზრუნველყოფს უსაფრთხო და სწრაფ ტრანსპორტირებას თითოეული კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლებზე დაყრდნობით.
-
სამომხმარებლო საქონლის საავტომობილო გადაზიდვა ტრანსპორტირების ყველაზე მოსახერხებელი და მომგებიანი გზაა. საგზაო ტრანსპორტის მოძრაობა არ არის დამოკიდებული პორტების, რკინიგზის სადგურებისა და აეროპორტების განრიგზე, ამიტომ ტრანსპორტირებას მინიმალური დრო სჭირდება და ხორციელდება თითქმის მთელი დღე ღამის განმავლობაში. საგზაო ტრანსპორტის უპირატესობებში შედის, სხვა საკითხებთან ერთად, ნაკრები ტვირთების მიწოდების შესაძლებლობა საქონლის კონსოლიდაციით და მომსახურებით AsstrA- პარტნიორ კონპანიებში იტალიაში, გერმანიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. საყოფაცხოვრებო ქიმიკატების, პირადი მოვლის საშუალებების და სხვა პროდუქტების საგზაო ტრანსპორტირებისთვის კომპანია გთავაზობთ ადაპტირებულ სატვირთო მანქანებს და მისაბმელებს.
მასობრივი მოხმარების პროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირება შორ მანძილზე მიტანის ოპრატიული და ეფექტური გზაა. საზღვაო ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი კონტეინერები უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებული საქონლის უსაფრთხოებას. საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვის უპირატესობებში შედის კონტეინერების სრული და ნაწილობრივი დატვირთვის შესაძლებლობა, ტვირთის კომპლექსური დამუშავება პორტში, გამარტივებული საბაჟო პროცედურები ევროპასა და დსთ-ში.
FMCG საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტირება ასევე მოთხოვნადია დიდ დისტანციებზე გადაზიდვის შემთხვევაში. სარკინიგზო ტრანსპორტის უპირატესობებში შედის მაღალი სიჩქარე, ადაპტირებული ვაგონების, პლატფორმების და კონტეინერების გამოყენება და სწრაფი გადაზიდვა. AsstrA აორგანიზებს სამომხმარებლო საქონლის სარკინიგზო ტრანსპორტირებას ევროპიდან და დსთ-ს ქვეყნებიდან ჩინეთში და ჩინეთიდან მაღალსიჩქარიანი მატარებლების გამოყენებით. ვინაიდან მატარებლები მკაცრად მიჰყვებიან განრიგს, კომპანიის კლიენტები წინასწარუკვეთავენ მიწოდებას და მათი ტვირთი ზუსტად შეთანხმებულ დროს ჩამოდის. რკინიგზით ტრანსპორტირება ტრანსპორტირების გეოგრაფიის მიხედვით გრძელდება 12-დან 22 დღემდე.
FMCG საქონლის საჰაერო ტრანსპორტირება უფრო ძვირი, მაგრამ უფრო სწრაფი გზაა საერთაშორისო ტრაფიკში საქონლის მიწოდებისთვის. სატვირთო თვითმფრინავებს აქვთ მაღალი ტევადობა, რაც ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას საქონლის დიდ დისტანციებზე ტრანსპორტირებისას. საჰაერო ტრანსპორტის უპირატესობებში შედის მიწოდების შესაძლებლობა ყველა საერთაშორისო აეროპორტიდან, ჩარტერული ფრენების გამოყენება, ტვირთის სრული დამუშავება აეროპორტებში, ტვირთის მიმღების საწყობში მიტანის შესაძლებლობა.
AsstrA-ს სპეციალისტები იზიდავენ საიმედო სატრანსპორტო პარტნიორებს, ირჩევენ ადაპტირებულ ტრანსპორტს ყოველდღიური პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, კონკრეტული ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში, AsstrA-ს თანამშრომლები ადგენენ მულტიმოდალურ სქემებს ავიაციის, მანქანების, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენებით.
-
AsstrA-ს თანამშრომლები არიან მაღალკვალიფიციური და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება FMCG პროდუქტების ტრანსპორტირების ორგანიზებაში. ბაზრის სპეციფიკის ცოდნა და მომხმარებელთა ქცევის გააზრება ეხმარება AsstrA-ს მოძებნოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები თითოეული კლიენტისთვის, გაითვალისწინოს კონკრეტული ტვირთის თვისებები და მომხმარებლების სურვილები. აპრობირებული და სანდო სატრანსპორტო სერვისის პროვაიდერებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს განვავითაროთ და შევარჩიოთ საუკეთესო მარშრუტები, მკაფიოდ მოვახდინოთ მიწოდების ყველა ეტაპის კოორდინაცია და ნებისმიერი ტვირთის დროულად და ოპერატიულად მიტანა.
AsstrA-ს მომსახურების სპექტრი სამომხმარებლო საქონლის ტრანსპორტირებისთვის მოიცავს:
- ტრანსპორტირების პროექტის და განრიგის შედგენა.
- ოპტიმალური მარშრუტის შედგენა.
- რისკის ანალიზი.
- ადაპტირებული ტრანსპორტის შერჩევა ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით.
- ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების ორგანიზება უსაფრთხოების აუცილებელი ზომების დაცვით.
- ტვირთების კომპლექსური დამუშავება კომპანიის პარტნიორ საწყობებში ევროპასა და დსთ-ში.
- კომპლექსური საბაჟო მხარდაჭერა და დახმარება საბაჟო პროცედურების გავლაში.
- კომბინირებული ტრანსპორტის ორგანიზება.
- ნავიგაციის სისტემების გამოყენებით ტრანსპორტირებისას ტვირთის უსაფრთხოებისა და ადგილმდებარეობის 24/7 კონტროლი.
-
მრავალწლიანი გამოცდილება
AsstrA 25 წელზე მეტია ახორციელებს სამომხმარებლო საქონლის ტრანსპორტირების ორგანიზებას. ამ დროის განმავლობაში, AsstrA-მ შეისწავლა ამ ინდუსტრიის სპეციფიკა და შეიმუშავა აპრობირებული და ეფექტური გადაწყვეტილებები ნებისმიერი ლოგისტიკური პრობლემის მოსაგვარებლად. ამიტომ, FMCG პროდუქტების მწარმოებლებისა და მომწოდებლების წილი AsstrA-ს კლიენტთა პორტფოლიოში სტაბილურად იზრდება.
ბაზრის ცოდნა
AsstrA-ს თანამშრომლებს აქვთ კვალიფიციური მიდგომა საყოფაცხოვრებო ქიმიკატების, ჰიგიენური საშუალებების და სხვა სამომხმარებლო საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადასაჭრელად. კომპანიის სპეციალისტების კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით, AsstrA-ს თითოეულ კლიენტს გარანტირებული აქვს ტვირთის უსაფრთხოება, მკაფიო და კარგად ფუნქციონირებადი მიწოდების ჯაჭვი, ტრანსპორტირების დადგენილ ვადების და ყველა ტექნიკური და სანიტარიული სტანდარტის დაცვა.
კომპლექსური მომსახურეობა
AsstrA-ს სპეციალისტები უზრუნველყოფენ მომსახურების სრულ სპექტრს სამომხმარებლო საქონლის ტრანსპორტირებისთვის ერთი ლოგისტიკური ოპერატორისგან: საბაჟო მხარდაჭერა, დაზღვევა, სასაწყობო მომსახურება, კონსულტაცია, პროექტების ლოჯისტიკა და ლოჯისტიკური მომსახურება. მსოფლიოს ქვეყნებში გლობალური ყოფნის გარდა, კომპანიას აქვს 8 საკუთარი საბაჟო სააგენტო, რაც საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ ოპტიმალური ლოგისტიკური და სატრანსპორტო გადაწყვეტილებები.
სანდოობა
AsstrA აორგანიზებს FMCG საქონლის ტრანსპორტირებას და ასევე ახორციელებს ტრანსპორტირების სერვისის სანდო პროვაიდერების მოწვევას. AsstrA-ს სატრანსპორტო პარტნიორები თანამშრომლობენ ჩვენთან გრძელვადიანი კონტრაქტების საფუძველზე, რაც უზრუნველყოფს ბაზრის მდგომარეობის მიუხედავად მაღალი KPI-ების გარანტიას AsstrA-ს სატრანსპორტო პარტნიორებს აქვთ ყველა საჭირო ლიცენზია და ნებართვა, ასევე გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის კონტრაქტები.
მაღალი ფინანსური გარანტიები
ყოველდღიური მოთხოვნილების საქონლის გადაზიდვისას ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ უსაფრთხო, ინოვაციურ, ეფექტურ მომსახურეობაზე, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. AsstrA-ს პასუხისმგებლობა გადაზიდულ ტვირთზე დაზღვეულია 3 000 000 ევროდ ყოველ სადაზღვევო მოვლენაზე. სადაზღვევო დაფარვას უზრუნველყოფს სანდო პარტნიორი Zurich Versicherungs-Gesellschaft AG (Zurich Insurance Company Ltd).
-
FMCG საქონლის ტრანსპორტირების წესები განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: ტვირთის ტიპი, ტრანსპორტის ტიპი, რომლითაც ხდება მიწოდება, ტრანსპორტირების გეოგრაფია. მრავალი სახელმწიფოს კანონმდებლობა ადგენს სპეციალურ წესებს გარკვეული სახის სამომხმარებლო საქონლის სერტიფიცირებისა და ეტიკეტირებისთვის, ასევე ადგენს სამართლებრივ პასუხისმგებლობას ასეთი წესების შეუსრულებლობისთვის. მასობრივი მოხმარების პროდუქტების ტრანსპორტირების პროცესის მარეგულირებელი წესები მოცემულია მთელ რიგ ტექნიკურ რეგულაციებში.
ასევე აუცილებელია გამოიკვეთოს მომხმარებელთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესები, რომლებიც ადგენს შესაბამისი საქონლის სერტიფიცირებისა და ეტიკეტირების აუცილებლობას. მრავალფეროვანია არა მხოლოდ ყოველდღიური მოთხოვნის პროდუქციის ტრანსპორტირების წესები, არამედ ასეთი ტრანსპორტირების განსახორციელებლად აუცილებელი დოკუმენტებიც. AsstrA მონიტორინგს უწევს შესაბამის წესების და რეგულაციების დაცვას და ასევე აძლევს რჩევებს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაზე, მათ შორის, გადაზიდვის დოკუმენტების, ზედდებულების, საბაჟო დეკლარაციების, ნებართვების და ა.შ.