AsstrA უზრუნველყოფს ლოგისტიკური და სატრანსპორტო მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც საჭიროა თამბაქოს ნაწარმის საერთაშორისო გადაზიდვითვის და ფოთლისა და სიგარეტის მიწოდებისთვის მოსკოვში ექსპორტისა და იმპორტისთვის.
რუსეთსა და დსთ-ს ქვეყნებში სიგარეტისა და სხვა თამბაქოს ნაწარმის წარმოებისა და იმპორტის მოცულობა სტაბილურად იზრდება. თამბაქოს ინდუსტრიის განვითარების აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს ინვესტიციების მოზიდვა და მსხვილი უცხოელი მწარმოებლების შემოსვლა შიდა ბაზარზე. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ რუსეთში სიგარეტის წარმოების მოცულობა წელიწადში 400 000 ცალს აჭარბებდა. მზარდი თამბაქოს ინდუსტრია მოითხოვს გამარტივებულ და ზუსტ ლოგისტიკური სისტემას, რათა გაუმკლავდეს მიწოდების მოცულობის ზრდას.
AsstrA ეხმარება თავის კლიენტებს თამბაქოს, თამბაქოს ნაწარმის (ფოთლის), სიგარის, სიგარეტის (იმპორტი და ექსპორტი) უწყვეტი მიწოდების დამყარებაში საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ტრაფიკში. AsstrA ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით ევროპაში, დსთ-ს, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ბალკანეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში. კომპანიის გამოცდილი თანამშრომლები ითვალისწინებენ კლიენტის საჭიროებებს და ტვირთის მახასიათებლებს, ადგენენ მიწოდების საუკეთესო მარშრუტს და გამოთვლიან თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ღირებულებას. AsstrA ახორციელებს თამბაქოს ექსპორტსა და იმპორტს შეთანხმებულ ვადებში, ტრანსპორტირების გეოგრაფიის მიუხედავად. საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ ვახერხებთ მოქნილი საფასო პოლიტიკის განხორციელებას და შვეიცარიული მომსახურების დონის შენარჩუნებას.
დამატებითი ინფორმაცია
-
თამბაქოს ნაწარმის კატეგორიაში შედის თამბაქოს ნაწარმის სხვადასხვა სახეობა. სახეობებში შედის: თამბაქო მოსაწევი და შესასუნთქი, სიგარეტი, სიგარები, უფილტრო სიგარეტი და სხვა საქონელი. ამ პროდუქტების წარმოებისთვის საჭირო ნედლეულია თამბაქოს ფოთლები და დაჭრილი თამბაქო. ნედლეული, ფოთოლი და თამბაქოზე დაფუძნებული მზა პროდუქტები ყველაზე მგძნობიარე პროდუქტებს შორისაა, რომლებზეც ზემოქმედებს არასასურველი გარე ფაქტორები. თამბაქოს ნაწარმი ჰიგიროსკოპიულია, ე.ი. შთანთქავს ტენიანობას და წყლის ორთქლს ჰაერიდან; შთანთქავს სუნს; ექვემდებარება აუტოლიზს (სპეციალური ფერმენტების გავლენის ქვეშ ქსოვილების თვითდაშლას), თვითგათბობას, დალპობას და ობის გაჩენას.
გარე გავლენისადმი მგრძნობელობა და ამ მასალის თვისებები აუცილებელს ხდის თამბაქოს და მისი ფოთლის ტრანსპორტირების ყველა პირობის მკაცრად დაცვას, მათ შორის ტრანსპორტის გაზრდილი ჰერმეტულობისა და სხვა უსაფრთხოების ზომების მიღებას ტვირთის იმპორტის ან ექსპორტის დროს. კერძოდ, თამბაქოს ფოთლები იფუთება ბალიშებში, რომელთაგან თითოეული შეიცავს მხოლოდ ერთი ჯიშის და იდენტური დამუშავების პროდუქტს. ბალიშებს პრესავენ და ფარავენ მკვრივი შესაფუთი ქსოვილით, რაც უზრუნველყოფს ჰერმეტულობას. სიგარეტი და უფილტრო სიგარეტი ჩვეულებრივ ტრანსპორტირდება ფანერის ან მრავალფენიანი გოფრირებული მუყაოსგან დამზადებულ ყუთებში. ყუთები, თავის მხრივ, მოთავსებულია მრავალჯერადი გამოყენების ტარაში. თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების პირობების შეუსრულებლობა ან არასწორი დაცვა იწვევს ტვირთის დაზიანებას, სამომხმარებლო თვისებების დაკარგვას, ბეღლის მავნებლებით დაინფიცირებას. თამბაქოს ექსპორტისა და იმპორტის მიმართ გარკვეული მოთხოვნები დადგენილია აქციზური საქონლის მიმოქცევის შესახებ კანონმდებლობით.
AsstrA-ს თანამშრომლები აკონტროლებენ შიდა და საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების მოთხოვნებს, ტექნიკურ და სანიტარიულ სტანდარტებს ტრანსპორტირების სფეროში და ასევე ხელმძღვანელობენ თამბაქოს მიწოდების საკუთარი გამოცდილებით და მრავალწლიანი პრაქტიკით. ამის წყალობით კომპანია თითოეული კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით, უზრუნველყოფს ტვირთის უსაფრთხო და სწრაფ ტრანსპორტირებას.
-
ვინაიდან თამბაქო, სიგარეტი, უფილტრო სიგარეტი და თამბაქოს ინდუსტრიის სხვა პროდუქტები ძალიან მგრძნობიარეა გარე ფაქტორების მიმართ, გასაზიდად გამოიყენება სპეციალიზებული ტრანსპორტი.
თამბაქოს ნაწარმის მიწოდება, ისევე როგორც სიგარეტის იმპორტი და ექსპორტი მოსკოვში, ხორციელდება დალუქული, სუფთა და მშრალი ტრანსპორტის გამოყენებით. მნიშვნელოვანია ტენიანობის დაბალი დონის შენარჩუნება, მუდმივი ტემპერატურა და უცხო სუნის შეღწევის თავიდან აცილება. სპეციალური მოთხოვნები ვრცელდება თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვაზე კრებული ტვირთის შემაგენლობაში. თამბაქოს ტრანსპორტირება ნებადართულია სხვა საქონელთან ერთად, მაგრამ ასეთი საქონლის სია შეზღუდულია. დაუშვებელია თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირება იმ ტვირთან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის შიგნით კონდენსატის გაჩენა ან სხვაგვარად დაარღვიოს ტენიანობის დონე. ასევე დაუშვებელია საკვებთან ერთად ტრანსპორტირება. თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმი უნდა იყოს სპეციალურად მარკირებული. AsstrA არა მხოლოდ იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს, არამედ იზიდავს საიმედო სატრანსპორტო პარტნიორებს, ამიტომ ყველა მანქანას და მისაბმელს აქვს ტექნიკური დოკუმენტაციის სრული ნაკრები. გარდა ამისა, მანქანები აღჭურვილია უსაფრთხოების დამატებითი სისტემებით: თვალთვალის სისტემით, სიგნალიზაციის სისტემით, დამატებითი საკეტით, ქურდობის საწინააღმდეგო ელექტრონული მოწყობილობებით, მათ შორის იმობილაიზერით.
AsstrA-ს გამოცდილი სპეციალისტები გადაზიდვისთვის ირჩევენ თამბაქოსთვის ადაპტირებულ ტრანსპორტს. საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის თანამშრომლები ადგენენ მულტიმოდალური ტრანსპორტირების სქემებს ავიაციის, მანქანების, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენებით.
-
AsstrA-სთვის თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირება მრავალი წლის განმავლობაში იყო საგზაო ტვირთების გადაზიდვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანსიების სატრანსპორტო და ლოგისტიკური მომსახურებითვის შეიქმნა სპეციალური დეპარნამენტი AsstrA Drinks & Tobacco Logistics.
ამ დეპარტამენტის მთავარი სპეციალობაა თამბაქოს ფოთლისა და მზა სიგარეტის ნაწარმის იმპორტი და ექსპორტი მოსკოვში და იქიდან. AsstrA Drinks & Tobacco Logistics-ის თანამშრომლებს აქვთ საფუძვლიანი ცოდნა თამბაქოს ბაზრის სპეციფიკისა და მისი ტრანსპორტირების სპეციფიკის შესახებ. ამიტომ კომპანიის სპეციალისტები უზრუნველყოფენ ტვირთის უსაფრთხოების მაქსიმალურ დონეს ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს, იცავენ ყველა სანიტარიულ და ტექნიკურ სტანდარტს და ითვალისწინებენ აქციზური საქონლის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. შემოწმებულ და სანდო სატრანსპორტო სერვისის პროვაიდერებთან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს შევიმუშაოთ და შევარჩიოთ ყველაზე რაციონალური მარშრუტები, მკაფიოდ მოვახდინოთ მიწოდების ყველა ეტაპის კოორდინაცია და ნებისმიერი ტვირთის ოპრატიულად და დროულად მიტანა.
თამბაქოს და სიგარეტის ტრანსპორტირების AsstrA-ს მომსახურების სპექტრი მოიცავს:
- დეტალური პროექტის შემუშავება და ტრანსპორტირების განრიგი;
- ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების შერჩევა თამბაქოს ფოთლისა და მზა პროდუქციის თვისებების გათვალისწინებით;
- ოპტიმალური სატრანსპორტო მარშრუტის შექმნა, მიწოდების უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა;
- რისკის ანალიზი;
- ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში სასაწყობო მომსახურება და ტვირთის გადატანა საწყობებში;
- ტრანსპორტირებისას ტვირთის უსაფრთხოებაზე 24/7 კონტროლი, ასევე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელება;
- კომპლექსური საბაჟო მხარდაჭერა;
- კონსულტაცია ტრანსპორტის, ლოგისტიკის და საბაჟო პროცედურების სფეროში.
-
- ბაზრის ცოდნა
AsstrA-ს თანამშრომლებს აქვთ კვალიფიციური მიდგომა თამბაქოს ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაწყვეტაში. კომპანიის სპეციალისტების კარგად კოორდინირებული მუშაობის წყალობით, AsstrA-ს თითოეულ კლიენტს გარანტირებული აქვს ტვირთის უსაფრთხოება, მკაფიო და კარგად ფუნქციონირებადი მიწოდების ჯაჭვი, ტრანსპორტირების დადგენილი ვადების დაცვა და ყველა პირობის შესრულება.
- სპეციალიზებული ტრანსპორტი
AsstrA ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირებას ადაპტირებული ტრანსპორტისგამოყენებით. AsstrA-ს ტრანსპორტი არა მხოლოდ აკმაყოფილებს ყველა სანიტარიულ და ტექნიკურ მოთხოვნას, არამედ აღჭურვილია ქურდობის საწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემებით. სანდო და შემოწმებულ სატრანსპორტო კომპანიებთან თანამშრომლობის წყალობით, AsstrA უზრუნველყოფს თითოეულ კლიენტს მაღალი ხარისხის მომსახურებით.
- საბაჟო გადამზიდის სტატუსი
AsstrA არის ლიცენზირებული საბაჟო გადამზიდავი, რომელიც იძლევა თამბაქოს და თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების საშუალებას საბაჟო კავშირის ტერიტორიაზე საბაჟო ესკორტის გარეშე. გარდა ამისა, საბაჟო გადამზიდველის ლიცენზია ითვალისწინებს შესაბამის ტერიტორიაზე საბაჟო გადასახდელისგან გათავისუფლებას, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს ხდის საბაჟო და სატრანსპორტო ხარჯების ოპტიმიზაციას.
- დაცვით გაცილება
კომპანია მუშაობს სანდო პარტნიორებთან – უსაფრთხოების განყოფილებებთან ევროკავშირისა და დსთ-ს ქვეყნებში, ასევე საქართველოში. ამრიგად, AsstrA უზრუნველყოფს თამბაქოს უსაფრთხო ექსპორტსა და იმპორტს.
-
საბუთების სრული პაკეტის გაფორმება
გამოცდილი AsstrA-ს სპეციალისტები უზრუნველყოფენ თამბაქოს ტრანსპორტირების სერვისების სრულ სპექტრს ერთი ლოგისტიკური ოპერატორისგან, მათ შორის საბაჟო და დოკუმენტური თანადგომა. მსოფლიოს ქვეყნებში გლობალური ყოფნის გარდა, კომპანიას აქვს 8 საკუთარი საბაჟო სააგენტო, რაც საშუალებას გვაძლევს დროულად და სრულად მოვამზადოთ საბაჟო და გადაზიდვის დოკუმენტაციის საჭირო ნაკრები.
- გარანტი
იმ შემთხვევებში, როდესაც თამბაქოს ნაწარმი ტრანზიტით მოდის ევროკავშირის გავლით, AsstrA მოქმედებს როგორც საბაჟო გარანტი, რაც ხელს უწყობს ხარჯების შემცირებას და მიწოდების დაჩქარებას.
- საიმედოობა
AsstrA არის TAPA Transported Cargo Protection Association-ის წევრი, რომლის წევრობა იძლევა დამატებით შესაძლებლობებს თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირებისას ტვირთის დაზიანებისა და დაკარგვის რისკების შესამცირებლად. გარდა ამისა, AsstrA-მ მიიღო AEO ავტორიზებული ბიზნეს სუბიექტის სერტიფიკატი. AEO სერთიფიკატი ადასტურებს, რომ AsstrA არის სანდო და გადამხდელი პარტნიორი, რომელიც გადაზიდვისას იცავს უსაფრთხოების სტანდარტებს და ყველა ასრულებს იურიდიულ მოთხოვნას.
- მაღალი ფინანსური გარანტიები
ჩვენ ფოკუსირებული ვართ თამბაქოს უსაფრთხო და ეფექტური ტრანსპორტირების სერვისებზე, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. AsstrA-ს პასუხისმგებლობა გადაზიდულ ტვირთზე დაზღვეულია 3 000 000 ევროდ ყოველ სადაზღვევო მოვლენაზე. სადაზღვევო დაფარვას უზრუნველყოფს სანდო პარტნიორი Zurich Versicherungs-Gesellschaft AG (Zurich Insurance Company Ltd).
- ბაზრის ცოდნა