ნატალია ივანოვა-კოლაკოვსკაია
მსოფლიო გლობალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგას, რომელიც გამოწვეულია Covid-19-ის პანდემიით და საწვავის ფასების ზრდით. გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშსში ნათქვამია რომ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა გაამძაფრებს კრიზისს მილიონობით ადამიანისთვის, გაზრდის საკვებისა და ელექტრო ენერგიის ფასს მთელ მსოფლიოში.
დეტალურად გლობალური მიწოდების ჯაჭვზე საზღვაო კორიდორების ბლოკადის გავლენებსა და იმ ინსტრუმენტების შესახებ, რომლითაც ლოგისტიკური დარგი უმკლავდება ახალი რეალობის გამოწვევებს, ჩვენ ვიგებთ ნატალია ივანოვა-კოლაკოვსკაიასგან, Asstra-ს კომპანიების ჯგუფის ევროკავშირის ქვეყნების რეგიონალური დირექტორის მოადგილისგან.
კრიზისი
დღევანდელი სასურსათო კრიზისი მრავალი მიზეზის გამო წარმოიშვა. ყველა მრავალფეროვნებას შორის შეიძლება გამოიყოს 3 ძირითადი ჯგუფი: კლიმატური კატასტროფები 2021 წელს - გვალვა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, წყალდიდობა ავსტრალიაში, არანორმალური სიცხე ევროპაში; მიწოდების ჯაჭვების შეფერხება Covid-19-ის გამო, მათ შორის ჩინეთის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან მიმართებაში.
შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის საზღვაო ფლოტმა უკრაინის პორტების ბლოკადა განახორციელა და ფაქტობრივად გაყინა ექსპორტისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ტონა მარცვლეული, სიმინდი და მზესუმზირის ზეთი. მრავალი ქვეყნის, საერთაშორისო ასოციაციებისა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები თვეების განმავლობაში მუშაობდნენ ალტერნატიული სატრანსპორტო გადაზიდვების გადაწყვეტილებების ძიებაზე. მარცვლეულის ექსპორტის ვარიანტებს შორის სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა უკრაინის სამხრეთ რეგიონებიდან მანქანებისა და რკინიგზის საშუალებით მიწოდების სქემა პოლონეთის გდანსკის პორტში, იქიდან - გემებით აფრიკაში. 2022 წლის აგვისტოს პიკის სეზონზე ექსპორტირებული იქნა 4,6 მილიონი ტონა მარცვლეული, საიდანაც 3 მილიონი ზღვით, დანარჩენი 1,6 მილიონი ტონა მარცვლეული გაიგზავნა საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით, აგრეთვე მდინარის ფლოტით დუნაის გასწვრივ.
უკრაინასა და ევროკავშირს შორის რკინიგზის ლიანდაგის სიგანის განსხვავება ართულებს მიწოდების ალტერნატიულ სქემებს. გარდა ამისა, ევროპაში მარცვლეულმზიდების რაოდენობა შეზღუდულია და მოსავლის აღების დროს ძლივს ყოფნია ევროკავშირში მოყვანილი მარცვლეულის ტრანსპორტირებას. მოსავლის გაზრდილი მოცულობა მოითხოვს გადაზიდვების ოპტიმიზაციას და მარცვლეულმზიდების უფრო დიდ რაოდენობას. მათი წარმოება მოითხოვს დროს, საწარმოო სიმძლავრეებს და ინვესტიციას.
ამავდროულად, მნიშვნელოვან ამოცანად რჩება სასაზღვრო პუნქტების მუშაობის გაუმჯობესება ვეტერინარების რაოდენობის გაზრდით, ასევე დროებითი საწყობების მშენებლობა უკრაინის საზღვარზე.
Grain from Ukraine
26 ნოემბერს უკრაინულმა გუნდმა წარმოადგინა ახალი პროექტი - Grain from Ukraine. The Guardian-ში გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, 2023 წლის პირველი ნახევრის ბოლომდე აფრიკის რიგ ქვეყნეში 60-მდე უკრაინული მარცვლეულმზიდი გაიგზავნება. მიწოდების მთავარი მიზანი უღარიბეს ქვეყნებში შიმშილის თავიდან აცილებაა. გემები, რომლებიც უკრაინის ოდესის პორტიდან გამოდიან, შეძლებენ მიაღწიონ ჰუმანიტარულ ცხელ წერტილებს სუდანში, იემენსა და სომალიში. აუცილებელ პირობად რჩება მარცვლეულის საერთაშორისო სუბსიდიება.
მიწოდების სქემა - სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კორპორაციების ერთობლივი მუშაობის ნაყოფია. პირველი სამი გემის გაგზავნა ოდესიდან სუდანში, სომალსა და იემენში იგეგმება. გერმანიის მიერ დაფინანსებული საპილოტე გემი უკვე გაემგზავრა ეთიოპიაში.
AsstrA-Associated Traffic AG, შვეიცარიული კომპანიების ჯგუფი, აგრძელებს მიწოდების სქემების შემუშავებას და ლოგისტიკური შეთავაზებების ბაზრის მოთხოვნებთან ადაპტირებას და პოულობს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს თითოეული კორპორატიული კლიენტისთვის, თუნდაც ყველაზე ტურბულენტურ პერიოდებში.
ავტორი: ანასტასია ონოშკო.