ბეატა დობროვოლსკა
„დამსაქმებლებს მოუწევთ გადახედონ კადრების მართვის სტრატეგიას არა მხოლოდ ახალი თანამშრომლების მოზიდვის, არამედ არსებულის შენარჩუნების კუთხითაც“, - ამბობს ბეატა დობროვოლსკა, AsstrA-Associated Traffic AG -ში პერსონალის მართვის დირექტორი.
ბოლო ორი წლის განმავლობაში მსოფლიო მიეჩვია ინტენსიურ ცვლილებებს: კოვიდ-19-ის პანდემია, ომი უკრაინაში. გრძნობს თუ არა შრომის ბაზარი ამ მოვლენების შედეგებს? რა გველოდება მომავალ წელს? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხობს ბეატა დობროვოლსკა, AsstrA-Associated Traffic AG-ში პერსონალის მართვის დირექტორი.
როგორ გამოიყურება დღეს შრომის ბაზარი?
კოლეგა წინა სამსახურიდან ამბობდა, რომ ერთადერთი, რაშიც შეიძლება 100 პროცენტით დარწმუნებული იყო ცხოვრებაში, არის ცვლილებები და გადასახადები. შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა რთულია. სპეციალისტები არ არიან მზად სამუშაოს შესაცვლელად. მაგრამ თუ გადაწყვეტენ, ელიან დამატებით ბონუსებს.
რა ბენეფიტები შედის TOP-10-ში?
ახალგაზრდა თაობა აფასებს დამატებით დროს დასვენებისა და სტრესის მოსახსნელად. უპირატესობას ანიჭებს დისტანციურ მუშაობას, მოქნილ გრაფიკს და დამატებით დასვენების დღეებს. უახლესი მონაცემებით, 4-დღიანი სამუშაო კვირა, სავარაუდოდ, მომავალში ჩვეულებრივი გახდება.
არის თუ არა Asstra მზად ასეთი თამამი ნაბიჯისთვის?
ამ ეტაპზე არა. 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას წინ უნდა უძღოდეს მოსამზადებელი პროცესი. პოლონეთში რამდენიმე კომპანიამ წამოიწყო საპილოტე პროგრამები შემოკლებული სამუშაო კვირის დასატესტად. ასეთი ინოვაციის დანერგვისთვის, მომზადების ეფექტური გზაა მოქნილ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა. ყოველკვირეული 40 საათის სტანდარტის შენარჩუნებით კომპანია თანამშრომლებს მეტ თავისუფლებას ანიჭებს და საშუალებას აძლევს მათ თავად გადაწყვიტონ, რომელ საათზე დაიწყება და დამთავრდება სამუშაო დღე. ზოგი თანამშრომელი პროდუქტიულია დილით, ზოგი კი შუადღისას. ზოგიერთს ურჩევნია ორშაბათს გვიან იმუშაოს, რათა პარასკევს შაბათ-კვირას ადრე წავიდეს. კიდევ ერთი ვარიანტია გადახვიდეთ საზაფხულო სამუშაო დროზე.
საინტერესოდ ჟღერს. შეგიძლიათ ამიხსნათ რა არის ზაფხულის სამუშაო დრო?
ზაფხულის განმავლობაში, ორშაბათიდან ხუთშაბათამდე თანამშრომლები მუშაობენ უფრო მეტ დროს, რათა პარასკევს მუშაობა დაასრულონ ლანჩის შემდეგ. ზაფხულის სამუშაო დრო შესანიშნავი გზაა 4-დღიანი სამუშაო კვირისთვის მოსამზადებლად. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთი სისტემა ალბათ არ არის შესაფერისი ექსპედიტორებისთვის. მათთვის პარასკევი ხშირად ძალიან დატვირთულია რადგან უნდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ექსპედიტორი ირჩევს სხვა სამუშაო დღეს, რომ ოფისი ადრე დატოვოს და დამსახურებული დაისვენოს.
გეგმავს თუ არა AsstrA დღის ზაფხულის სამუშაო დროზე გადასვლას? გაამხილეთ საიდუმლო!
ბევრი გეგმა და იდეა მაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ინტრიგა უნდა შევინარჩუნო.
ინტერესით ველოდებით სიახლეებს. ვისაუბრეთ შრომის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. ცოტა ხნის წინ, თქვენ თავად გამოჩნდით კანდიდატის ამპლუაში. არის თუ არა ხელსაყრელი არსებული ეკონომიკური მდგომარეობა სამუშაო ადგილების შეცვლისთვის?
იაპონური კულტურის წარმომადგენლებთან 2 წლიანი მუშაობის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ცვლილებების დრო იყო. ეს იყო ინვესტიცია ახალ პროექტში, რომელიც ჩემთვის ძალიან საინტერესოა. იაპონურ კულტურაში მუშაობის სტილი რადიკალურად განსხვავდება ამერიკელებთან ან ბრიტანელებთან ურთიერთობისგან, რომლებთანაც ადრე ვმუშაობდი. იაპონელებს ახასიათებთ მიკრომენეჯმენტი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში დამღლელი აღმოჩნდა.
ამ ეტაპზე მინდა მადლობა გადავუხადო Asstra-ს HR დეპარტამენტს. დაქირავების პროცესში იგრძნობოდა ზრუნვა, მუდმივად შენარჩუნებული იყო კომუნიკაცია. AsstrA-ს კანდიდატის გამოცდილება შესანიშნავია.
უჩვეულო უნდა იყოს როცა ერთი პერსონალის სპეციალისტი მეორეს ქირაობს?
მართალია. მე მაქვს ძალიან სასიამოვნო მოგონებები ვარშავის ოფისში HR-თან პირველი შეხვედრაზე. ჩვენ შორის მაშინვე რაღაც «ქიმია» გაჩნდა. წარმოიშვა საინტერესო კითხვები, რომლებიც აქამდე არ შემხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს პარალელურად ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს რამდენიმე სხვა კომპანიასთან. დაქირავების პროცესი ემყარებოდა აზრთა გაცვლას. ლოჯისტიკა ჩემთვის ახალი დარგია, ეს ჩემი პროფესიული გამოცდილების გაფართოების შესაძლებლობაა. მსურს კომპანიას მოვუტანო ფასეულება და გამოვიყენო საკუთარი კომპეტენციები Asstra-ს განვითარებისთვის.
გამოდის, რომ სამუშაოს შეცვლისას ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობა არ გამხდარა პრობლემა?
დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება არ მოქმედებს სამუშაოს ძიებაზე. აქ მთავარი კრიტერიუმია, როგორ გრძნობს თავს სპეციალისტი კომპანიაში. თანამშრომლებმა უნდა ისიამოვნონ თავიანთი შრომით. ახლა ბევრი კომპანია ქმნის ახალ როლს - ბედნიერების მენეჯერს. ასეთი პოზიციის სპეციალისტი აკონტროლებს იმას რაც ყველაზე რთულია გასაზომად - თანამშრომელთა კმაყოფილების დონეს და აანალიზებს რა უნდა შეიცვალოს ამ ინდიკატორის გასაუმჯობესებლად.
ახლა გადავხედოთ მედლის მეორე მხარეს. მზად არიან დამსაქმებლები ახალი თანამშრომლების მოსაძებნად, თუ გადადიან დაზოგვის რეჟიმზე და არსებული გუნდის მუშაობის ოპტიმიზაციაზე?
პოლიტიკურმა სიტუაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საკადრო გადაწყვეტილებებზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ გუნდი გრძნობს კადრების ნაკლებობას და შეძლებს ამის არგუმენტებით დამტკიცებას, მაშინ გონიერი ხელმძღვანელი უნდა დაეთანხმოს ასეთ მოთხოვნას. მოვალეობებით გადატვირთვა უარყოფითად მოქმედებს თანამშრომელთა მოტივაციაზე, იწვევს შესრულებულ დავალებებში შეცდომების რაოდენობის ზრდას. ამიტომ, ნუ შიშობთ ხელმძღვანელთან საუბარს, მთავარია ამის შესაბამისად მოემზადოთ.
ზოგიერთ დარგში, ძირითადად IT სფეროში, მიმდინარეობს ბრძოლა ახალი თანამშრომლებისთვის. ეგრეთ წოდებული „ტალანტთა მოზიდვის სპეციალისტები“ კრეატიულ გზებს იგონებენ, რათა დაარწმუნონ კანდიდატი იმუშაონ მათთან და არა კონკურენტებთან. AsstrA-მაც უნდა იბრძოლოს სპეციალისტებისთვის?
დიახ, განსაკუთრებით ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, სადაც AsstrA-ს ბრენდი არ არის ცნობილი. ხშირად, თანამშრომლის პოვნასთან დაკავშირებული პრობლემები ასევე წარმოიქმნება იმის გამო, რომ ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, ანტვერპენში, უბრალოდ არ არის ლოგისტიკური პროფილის მქონე კანდიდატები.
რთულია არა მხოლოდ თანამშრომლის პოვნა, არამედ შენარჩუნებაც. კადრების ბრუნვა ბოლო დროს შოკისმომგვრელია.
ეს მართალია. ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ფენომენი, რომელსაც ჰქვია დიდი გადადგომა (ინგლ. The Great Resignation). ეს არის გაგრძელება ეკონომიკური ტენდენციის, რომლის დროსაც 2021 წლის დასაწყისიდან მომსახურეები მასობრივად ტოვებენ სამუშაოს და ის უკვე მოვიდა ევროპაში. AsstrA-დან გადინება ბოლო დროს 25%-მდე გაიზარდა.
რა არის ამ ფენომენის ძირითადი მიზეზი?
თანამშრომელთა გამოკითხვა სამსახურიდან გათავისუფლების დროს აჩვენებს, რომ კომპანიის დატოვების მთავარი მოტივი არის დარგის შეცვლის სურვილი, შემოსავლის გაზრდა ან დამატებითი სარგებლის მიღება.
არის თუ არა რაიმე საერთო თვისება, რაც ახსიათებს თანამშრომლებს რომლებიც ტოვებენ Asstra-ს? ძირითადად მილენიალები?
არა, ეს არ არიან მხოლოდ Y თაობის წარმომადგენლები. მაგალითად, 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალისტები ხშირად ტოვებენ კომპანიას, უბრალოდ ცვლილებების სურვილით.
პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა ცვლილებები.
ეს მართალია. ამიტომ აუცილებელია პერსონალის მართვის სტრატეგიის გადახედვა. არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უნდა მოვიზიდოთ ახალი თანამშრომლები, არამედ როგორ შევინარჩუნოთ არსებული, რა შევთავაზოთ მათ.
რა ცვლილებების განხორციელებას ისურვებდით Asstra-ში? რა არის თქვენი გეგმები?
ნომერ პირველი მიზანია HR პროცესების გადახედვა, ორგანიზება და მოდერნიზაცია. ბევრი მათგანი ძალიან ბიუროკრატიული და დამაბნეველია.
წარმატებებს გისურვებთ!
გმადლობთ!
ავტორი: Agnieszka Krzepkowska.