ალბერტ კანკე
ნიკოლ სტატუჩი
7-დან 10 ივნისის ჩათვლით გაიმართა ევროპის რეგიონული კონფერენცია WCAworld. ირლანდიის ქალაქ დუბლინში ერთმანეთს შეხვდნენ ამ დარგის 200 ქვეყნის პროფესიონალები. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ AsstrA-Associated Traffic AG კომპანიების ჯგუფის ექსპერტები პოტენციურ და ამჟამინდელ ბიზნეს პარტნიორებთან საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად.
WCAworld-ის 700 წევრი შეიკრიბა კონფერეციაზე დუბლინის კონფერენც- ცენტრში, რათა გაეცნოთ და ურთიერთობა დაემყარებინათ პირადი შეხვედრების ფორმატში.
ღონისძიება ღია იყო WCAworld-ის ქსელის წევრებისთვის რამაც მიიპყრო დელეგატები მთელი მსოფლიოდან.
AsstrA კომპანიების ჯგუფი WCAworld-ის ნაწილი გახდა 2021 წლიდან, როდესაც ქსელს შეუერთდა Asstra-ს ფილიალი პოლონეთში. 2022 წელს ორგანიზაციის რიგებს შეუერთდა კომპანიების ჯგუფის თურქული ფილიალი.
ყველაზე დიდი ლოგისტიკური ქსელის კონფერენცია არის ადგილი, სადაც ლოგისტიკის ტენდენციები დგინდება.
„WCAworld ევროპის რეგიონული კონფერენცია მდიდარი და პროდუქტიული იყო. მონაწილეებს შორის იყვნენ ბიზნესის მფლობელები სხვადასხვა ქვეყნიდან და AsstrA-ს უზარმაზარი გეოგრაფიის წყალობით, ჩვენ შევთავაზეთ ყველასთვის სამაგალითო ლოგისტიკური გადაწყვეტილებების ვარიაციები. ღონისძიების ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს - დღისით მდიდარი ბიზნეს პროგრამა და ანგარიშები აქტუალურ თემებზე, ხოლო საღამოს არაფორმალური კომუნიკაცია და გალა ღონისძიებები ცოცხალი გამომსვლელებით. კონფერენციაზე ათობით ნაყოფიერი ტეტ-ა-ტეტ შეხვედრა გავმართეთ. პარტნიორებმა ბევრი კონკრეტული შეკითხვა დასვეს. კონფერენციისთვის მომზადებულმა მარკეტინგულმა მასალებმა გამოიწვიეს ნამდვილი ინტერესი, განსაკუთრებით ბროშურამ, უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვების ორგანიზებაში დახმარების შესახებ.
კოვიდ შესვენებამ ოფლაინ ღონისძიებებში ცხადყო, რომ პირდაპირი შეხვედრები უფრო სასარგებლოა და მისი შეიცვლა ონლაინ კომუნიკაციით შეუძლებელია. ჩვენ მოუთმენლად ველით WCAworld-ის შემდეგ კონფერენციას. ბოლოს და ბოლოს, სამდღიანმა ნეტვორკინგმა ხელი შეუწყო საქმიანი ურთიერთობების დამყარებას პარტნიორებთან და კლიენტებთან,” – ამბობს ალბერტ კანკე, AsstrA-ში დასავლეთ ევროპის რეგიონის კონტეინერული გადაზიდვების სავაჭრო ხაზის მენეჯერი.
„კონფერენცია გახდა ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა არის ნეტვორკინგი. Asstra-მ კონფერენციის შემდეგ უკვე მიიღო მოთხოვნები და უკვე შესამჩნევია მრავალი შეხვედრის პირველი კონკრეტული შედეგები. ბევრმა კომპანიამ, განსაკუთრებით მათ, რომლებსაც არ ჰყავთ საექსპედიტორო პარტნიორები პოლონეთში, გამოხატეს გულწრფელი ინტერესი AsstrA-ს მომსახურებით. ძლიერი რეპუტაცია და შვილობილი კომპანიების ვრცელი ქსელი მთელს მსოფლიოში დაგვეხმარა გამოვრჩეულიყავით მასისგან“, – დასძენს ნიკოლ სტატუჩი, AsstrA-ში ტვირთების საჰაერო გადაზიდვების განვითარების მენეჯერი. – „WCAworld-ის კონფერენცია ასევე დაეხმარა Asstra-ს სამუშაო პროცესების გარედან შეხედვაში. ახლა ჩვენ ვიცით, რას ელიან პარტნიორები. კონტრაქტორის ძებნისას, Asstra-ს თანამშრომლები დაუკავშირდებიან ადამიანებს, რომლებსაც უკვე პირადად იცნობენ კონფერენციაზე ნეტვორკინგის მეშვეობით, რაც ხელს უწყობს უფრო ნაყოფიერ თანამშრომლობას. აგენტებთან შეხვედრით და ურთიერთობის დამყარებით, AsstrA ზრდის მის კონკურენტუნარიანობას და ბრენდის ცნობადობას ბაზარზე“, – ასკვნის ნიკოლ სტატუჩი.
ავტორი: აგნიესკა კრზეპკოვსკა.