გიორგი ბარანოვი
21-ე საუკუნე გახდა სწრაფი მომსახურების ეპოქა. შეკვეთის განთავსება და მეორე დღეს საქონლის მიღება ეს დღეს ნორმაა. მომხმარებელთა მომსახურების ოპერატიული მუშაობის უკან დგას ზუსტად აგებული ლოგისტიკური ჯაჭვები.
სიჩქარე ხელს უწყობს ჯგუფური ტვირთების მიწოდების უზრუნველყოფას: სხვადასხვა შემკვეთების მცირე ზომის ტვირთების ტრანსპორტირება ერთ მანქანაზე მოცემულ მარშრუტზე. კონსოლიდირებული ტვირთები მიეწოდება საკონსოლიდაციო საწყობს, სადაც ხდება დაკომპლექტება გაერთანებულ გადაზიდვაში.
AsstrA-Associated Traffic AG კომპანიების ჯგუფი 20 წელია ახორციელებს ჯგუფური ტვირთის მიწოდების მომსახურებას. დაგროვილი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს გავუწიოთ მომსახურება კორპორატიულ კლიენტებს, განურჩევლად მათი საქმიანობის მასშტაბისა: ინდივიდუალური მეწარმეებიდან საერთაშორისო მწარმოებლებთან და საქონლის იმპორტიორებამდე.
AsstrA ჯგუფურ ტვირთს 1 მ³-დან 50 მ³-მდე მოცულობით, წონით 100 კგ-დან 17 ტონამდე და ზომით 1-დან 25 პალეტამდე აწვდის «კარიდან კარამდე» სქემით ევროპასა და დსთ-ს ქვეყნებში.
კონსოლიდირებული მიწოდება საშუალებას აძლევს კლიენტს ოპტიმიზაცია გაუწიოს მცირე პარტიების ტრანსპორტირების ხარჯებს და უზრუნველყოფს ტრანსპორტირების კონტროლს.
„ლოგისტიკის ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გაიზარდა მოთხოვნათა რაოდენობა ჯგუფური ტვირთის ევროპიდან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში: საქართველო, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი სავტომობილო გადაზიდვებზე. ჩვენ ვიღებთ ყველა სახის საქონელს ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის სახიფათო და ძვირადღირებულ საქონელს, გარდა იმ ტვირთების, რომლებიც საჭიროებენ ტემპერატურის კონტროლს. AsstrA-ს გუნდი მუდმივად მუშაობს გადაზიდვის ტევადობის გაზრდაზე და მიწოდების სქემების ოპტიმიზაციაზე“, - ამბობს გიორგი ბარანოვი, AsstrA-ს კომპანიის ჯგუფური ტვირთების დეპარტამენტის ექსპედიტორი.
ავტორი: ირინა კოსტენკო.