მიწოდების ჯაჭვის მართვა ხშირად დაკავშირებულია რისკებთან. ამ მრავალელემენტიან სტრუქტურაში ქვხდება გაუთვალისწინებელი გარემოებები. ცვალებადი ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს გამო, რთულია ლოგისტიკური ინდუსტრიის გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირება. 2022 წლის მეორე კვარტალში კრიზისების ზრდამ, გამოიწვია სასაქონლო ნაკადების რეკონფიგურაცია ყველა დარგში. Asstra-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შეადგინა ფაქტორების სია, რომლებიც გავლენას ახდენენ დისტრიბუციის პროცესზე.
ინფლაციის დონე ევროზონაში
ევროკავშირის ევროსტატის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ნორმალიზებული HICP ინდექსმა ევროზონაში 8,6% შეადგინა,მიმდინარე წლის მაისში 8,1% და აპრილში 7,4%-თან შედარებით. ევროკავშირის მასშტაბით ინფლაცია მაისში 8,8%-დან ივნისში 9,6%-მდე გაიზარდა. დინამიკა გამოწვეულია ენერგომატარებლების და საკვები პროდუქტების გაძვირებით. ყველაზე მაღალი წლიური მაჩვენებლები დაფიქსირდა ესტონეთში - 22%, ლიტვაში - 20,5% და ლატვიაში - 19,2%. ენერგომატარებლების ფასების ინფლაციამ ივნისში 55,99% შეადგინა, მაისში 56,80% და აპრილში 54,11%. ელექტროენერგია 49.0%-ით გაძვირდა.
უახლოეს მომავალში ნავთობისა და გაზის, ასევე საკვები პროდუქტების გაძვირების გამო ფასების ზეწოლა მაღალი იქნება. ფასების მერყეობაზე გავლენა იქონია უკრაინაში შეჭრამ, ასევე ეკონომიკის აღდგენისა და გლობალური მიწოდების დეფიციტის შედეგებმა.
მაღალი ინფლაცია ნიშნავს საწვავის, ახალი სატვირთო მანქანებისა და კომპონენტების ფასების შემდგომ ზრდას. პროგნოზით ინფლაცია წლის ბოლომდე მაღალი იქნება.
საწვავის რეკორდული ფასები
ინფლაციის შედეგებმა განაპირობა დიზელის ფასების ზრდა 2022 წლის პირველ კვარტალში და მეორის დასაწყისში. უკრაინაში შეჭრამ და ევროპის ქვეყნებში ნავთობის მიწოდების შეზღუდვამ გაზარდა ფასების ზეწოლა. ევროკომისიის მონაცემებით, ავტომობილების დიზელის საწვავის საშუალო ფასმა 20 ივნისს მიაღწია 2,031 ევროს ლიტრზე, რაც 5%-ით მეტია პირველ კვარტალთან შედარებით და 51%-ით მეტი წინა წელთან შედარებით. წლის დასაწყისიდან ყველაზე დიდი ზრდა გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ესტონეთში, ავსტრიაში, რუმინეთსა და ლიტვაში დაფიქსირდა.
საწვავის ხარჯები ევროპის საგზაო ტრანსპორტირების ბაზრის მთავარი პრობლემაა. რუსული ნავთობპროდუქტების მოხმარების შემცირების გამო, დიზელის საწვავის ფასები 2022 წლის მესამე კვარტალშიც გაიზრდება.
აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა ებრძვის ფასების დაძაბულობას. ხორვატიამ გაყინა საწვავის ფასები, სლოვენია საქონლის მიწოდებაში სირთულეებს განიცდის. რუმინელმა გადამზიდავებმა, მცხოვრებლებმა და მმართველმა პარტიამ ფასების მატებასთან დაკავშირებით რუმინეთის მთავრობას მოთხოვნები წაუყენეს, ისევე როგორც უნგრეთსა და სლოვენიაში. რუმინელი მძღოლები სოციალურ ქსელში აპროტესტებენ და ბენზინგასამართ სადგურებზე მოძრაობის პარალიზებას აკეთებენ, რადგან საწვავის ფასი წლის დასაწყისიდან 150%-ით გაიზარდა.
გაფიცვების ტალღა ევროპაში
ივნისის მეორე კვირას ევროპაში სიტუაცია გართულდა გერმანიის ჰამბურგის, ბრემერჰავენის, ბრემენის, ვილჰელმშავენისა და ემდენის პორტებში ნავსადგურის მუშაკების გამაფრთხილებელი გაფიცვების გამო. გაფიცვები ეხებოდა ხელფასების ზრდას, რაც არ შეესაბამება 7.9%. ინფლაციას. გერმანიის საზღვაო ნავსადგურის ოპერატორების ცენტრალურმა ასოციაციამ (ZDS) გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ მოლაპარაკებები ხელფასის შესახებ დაემთხვა ევროპაში მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას და სარკინიგზო მიმოსვლაში "ვიწრო ადგილებს".
ბელგიასაც გაფიცვები ემუქრება. საზღვაო ტრანსპორტის მუშაკთა კავშირი (BTB-ABVV) ბრიუსელში 20 ივნისს სახალხო პროტესტის გამართვისკენ მოუწოდებს. მონაწილეები ხელფასების გაზრდას და მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვდნენ.
27 ივნისს ხელფასების მომატებისთვის ბრძოლის ფარგლებში, სატვირთო მანქანების ფრანგი მძღოლებიც შეუერთდნენ გაფიცვას. ორგანიზატორებმა მონაწილეებს ქალაქების ინდუსტრიული ზონების დაბლოკვისკენ მოუწოდეს.
გაკოტრების მოსალოდნელი ტალღა
უკრაინაში შეჭრამ გაართულა ვითარება პოლონელი გადამზიდავების მიერ დაქირავებული უკრაინელი მძღოლებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალური ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტების მიღებისა და გაგრძელებისთვის. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, წლის ბოლომდე რამდენიმე ათასი გადამზიდავი გაკოტრდება, ხოლო პოლონეთის სატრანსპორტო სერვისების მიწოდება 1/3-ით შემცირდება. საერთაშორისო საგზაო გადაზივების 100 000 თანამშრომელი მოქმედი საბუთების გარეშე დარჩება.
ასევე, 30 000-ზე მეტი მძღოლი სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ბელორუსიიდან, ელოდება გადაწყვეტილებას ვიზის გაგრძელების შესახებ. საგზაო გადაზიდვებისთის საჭირო საბუთების მოპოვებაში დამატებითი სირთულეები წარმოქმნა პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრის განკარგულებებმა.
სენსიტიური საქონლის რეგისტრაცია რუმინეთში
2022 წლის 1 ივლისიდან რუმინეთის მთავრობამ შემოიღო მაღალი საგადასახადო რისკის მქონე საქონლის, მათ შორის ალკოჰოლური სასმელების დარეგისტრირების ვალდებულება. ინფორმაცია გამგზავნისა და მიმღების, ტრანსპორტირებული საქონლის ტიპის, რაოდენობისა და ღირებულების, დატვირთვისა და გადმოტვირთვის ადგილის, მანქანებისა და ITU (Intermodal Transport Unit - ინტერმოდალური სატრანსპორტო განყოფილების) კოდის შესახებ კონტროლდება ეროვნულ RO e-Transport სისტემაში.
წესების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 4000-დან 25000 ევრომდე, რაც გაზრდის გადამზიდველებს ხარჯებს.
ჩინეთი vs. აშშ
მთავარი პოლიტიკური საკითხი ტაივანს ეხება. შეერთებული შტატები მზადაა მხარი დაუჭიროს ტაივანს, თუ პეკინი მის წინააღმდეგ ძალას გამოიყენებს. აშშ ასევე ცდილობს გააძლიეროს სამხედრო თანამშრომლობა სამხრეთ კორეასთან და ჩართოს იგი ოთხმხრივ უსაფრთხოების დიალოგში (QUAD) - თანამშრომლობა იაპონიას, ავსტრალიას, ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.
ავტორი: კამილა რინკევიჩი.