ტობიას სოპალა
ქსენია ტერეშკინა
სპოტური ინდექსები მერყეობს, მაგრამ ზოგადად ისინი მიუთითებენ, რომ შეერთებულ შტატებში კონტეინერებით გადაზიდვის ბაზარი კვლავ ქვევით მოძრაობს. კონტეინერებზე მოთხოვნა კვლავ მცირდება, ხოლო მოცულობები უბრუნდება კოვიდამდე არსებულ დონეს.
2022 წელს, საზღვაო ტრანსპორტირების მომგებიანობამ ისტორიულ დონეს მიაღწია ტვირთების საფრახტო ფსონების გაზრდის გამო. 2022 წლის განმავლობაში ტვირთების მარაგების და კოვიდური შეზღუდვების შესუსტება და ამით გამოწვეული გადაზიდვების ქსელების გაუმართაობა, რომელიც გავლენას ახდენდა ბაზარზე 2021 წლიდან, თანდათანობით განეიტრალდა. ასევე 2022 წლის მეორე ნახევარში, გემების გადაადგილების გრაფიკი პროგნოზირებადი გახდა.
2023 წელს პროგნოზირებულია მომხმარებელთა მოთხოვნილების შესუსტება, შეთავაზების ჭარბი რაოდენობა, ენერგეტიკული კრიზისი, ინფლაცია. ეს ფაქტორები, ისევე როგორც უკრაინაში მიმდინარე ომი და თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრები, გარდაუვლად იმოქმედებს გლობალური მიწოდების ქსელებზე და მსოფლიო ეკონომიკაზე. მიმდინარე წელს, კონტეინერებზე მოთხოვნა შემცირდება. პროგნოზების თანახმად, ზღვის კონტეინერებით ტრანსპორტირების მსოფლიო ბაზრის ზრდის ტემპი - 2.5% -დან +0.5% -მდე იქნება.
”მას შემდეგ, რაც კონტეინერების ტრანსპორტირების ბაზარზე იმპორტის სეზონის მწვერვალი შედარებით მშვიდი იყო, მოსალოდნელი იყო, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში იმპორტირებული ტრანსპორტირების სატვირთო განაკვეთები კვლავ შემცირდებოდა, მაგრამ დასტაბილდებოდა ახალ წელს. ორი თვეა რაც 2023 მოვიდა და ჩვენ ისევ ვსვავთ კითხვას, როდის შეჩერდება დაცემა. იმისდა მიუხედავად, რომ მთელ მსოფლიოში მთავრობები ცდილობენ შეინარჩუნონ მოთხოვნილება ფისკალური სტიმულირების დიდი პაკეტების დახმარებით, ევროპაში ენერგეტიკული ტარიფების ზრდასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, შეერთებულ შტატებში სესხის აღების პირობების გამკაცრება და ჩინელების ეკონომიკის თავშეკავებული ზრდა არ ქმნის დადებით სურათს. მომხმარებლები ეკონომიკური გაურკვევლობის წინაშე დგანან. გარდა ამისა, ამერიკული ვალუტის გაძლიერების გამო, ჩინეთში საქონლის იმპორტის ფასი გაიზარდა”-ამბობს ტობიას სოპალა, კომპანია Asstra-Ssococieted Traffic AG ჯგუფის ოპერაციული დირექტორი.
”ბოლო სამი წლის განმავლობაში, ბაზარი მრავალ სირთულეს შეეჯახა. გადაზიდვების მზარდი ტარიფების გამო, ჩინეთიდან საქონლის იმპორტი ნაკლებად მომგებიანი გახდა, ხოლო მოთხოვნილების ვარდნა და COVID შეზღუდვებმა განაპირობა წარმოების ციკლების დარღვევა და ვაჭრობაში არსებული პრობლემები. მას შემდეგ, 2022 წლის ბოლოს რაც ჩინეთი გაიხსნა კვლავ დაიწყო მიწოდების ქსელების აღდგენა, მაგრამ ჯერ ისევ იგრძნობა მუშახელის ნაკლებობა და მომხმარებელთა შეკვეთების დაბალი მოცულობა. ამან გამოიწვია საზღვაო სატრანსპორტო ფსონების დაქვეითება კოვიდამდე არსებულ დონემდე. მაგალითად, 40-ფუტიანი კონტეინერისთვის CN-O Trada ხაზის განაკვეთები საშუალოდ დაეცა 10 ათასიდან 2 ათას აშშ დოლარამდე. ეს ნიშნავს მოგების შემცირებას ჩვენთვის, როგორც გადამზიდველისთვის, მაგრამ ამავე დროს, ეს არის შანსი, რომ ბაზარმა გაარღვიოს მანკიერი წრე და გაიყვანოს მოთხოვნა დადებით დინამიკაზე.” - განმარტავს ქსენია ტერეშკინა, AsstrA Business Accelerator პროექტის მენეჯერი.
ავტორი: ანეტა კოვალჩიკი.