
ვიტალი ერემენკო
მძღოლების დეფიციტმა კრიტიკულ დონეს მიაღწია. შრომის ბაზარზე გადამზიდავების დეფიციტი საფრთხეს უქმნის მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას და ეკონომიკას, რომელიც უკვე დაზარალდა პანდემიით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით და ინფლაციის მკვეთრი ზრდით.
საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (English IRU - International Road Transport Union) 2021 წლის ანგარიშის მიხედვით ევროპაში, აშშ-ში, მექსიკაში, არგენტინაში, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ღია ვაკანსიების რაოდენობა 2,6 მილიონს აღემატება. ვაკანტური სამუშაო ადგილების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა ევრაზიაში - 18% და თურქეთში - 15,4%. ევროპის ქვეყნებს 425 ათასი სატრანსპორტო ოპერატორი აკლია და 2023 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 14%-ით გაიზრდება.
2020-2021 წლებში ევროპაში მძღოლების ვაკანსიების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა. დიდ ბრიტანეთში გადამზიდველთა დეფიციტმა 100 000, პოლონეთსა და გერმანიაში 80 000 ხოლო რუმინეთში 71 000 შეადგინა. მექსიკაში ვაკანსიების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, ხოლო ჩინეთში რეკორდული 140% შეადგინა.
ზემოაღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ მძღოლის პროფესიის მიმზიდველობა მცირდება, ხოლო მოთხოვნა სატრანსპორტო მომსახურებაზე მაღალი რჩება. ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით.
ახალგაზრდა კადრების ნაკლებობა
2026 წლისთვის ევროპაში სატვირთო მანქანების მძღოლების პენსიაზე გასვლისა და ამ პროფესიაში ახალგაზრდა თაობის არარსებობის გამო, სატვირთო მანქანების მძღოლების ვაკანსიების რაოდენობა 60%-მდე გაიზრდება. ბევრ რეგიონში 25 წლამდე ასაკის მძღოლები შეადგენენ სატვირთო მანქანების მთლიანი რაოდენობის 6-7%-ს, ხოლო 55 წელზე უფროსი ასაკის მძღოლები ხუთჯერ მეტია, გარდა ჩინეთისა და მექსიკისა. აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში ხანდაზმული მძღოლები საერთო რაოდენობის მესამედს შეადგენენ. ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი 47 წელი ევროპაში დაფიქსირდა.
ქალი საჭესთან
ზოგიერთ რეგიონში ქალების უმუშევრობის მზარდი რაოდენობის მიუხედავად, ქალები მაინც სატვირთო მანქანების მძღოლების მცირე პროცენტს შეადგენენ. ევროპაში ქალებს შორის ყველაზე მაღალი უმუშევრობა ესპანეთშია - 14%, ხოლო ქვეყანაში სატვირთო მანქანების მართვაში მძღოლების მხოლოდ 2% არის ქალი. ევროპაში, მექსიკაში, არგენტინაში, დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაში, აზიასა და უკრაინაში, ქალი სატვირთო მანქანების მძღოლები მხოლოდ 3%-ს შეადგენს. ცოტა უკეთესი ვითარება ჩანს აშშ-ში - 8% და ჩინეთში - 5%.
სამუშაოს მძიმე პირობები
სატრანსპორტო ინდუსტრიაში დასაქმებულთა უკმარისობა ასევე დაკავშირებულია რთულ სამუშაო პირობებთან. ახალგაზრდებს აფერხებს უსაფრთხო ღამის პარკირების არარსებობა, დატვირთვა-გადმოტვირთვის ხანგრძლივი ლოდინის დრო და მძღოლებისთვის მიუწვდომელი საპირფარეშოები დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილებში. გარდა ამისა, საერთაშორისო ტრანსპორტი ასოცირდება სახლში ხანგრძლივ არ ყოფნასთან. თუ გადაზიდვა ხდება ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, საზღვარზე რიგში დგომა შეიძლება საათები, დღეები ან კვირებიც კი დასჭირდეს. მძღოლებს ასევე ხანდახან უწევთ მძიმე ტვირთის ხელით განტვირთვა/ჩატვირთვა.
მინიმალური ასაკი და ლიცენზიის ღირებულება
პროფესიონალი მძღოლების მინიმალური ასაკი ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში ჯერ კიდევ 21 წელია, რაც ბარიერია სკოლის დამამთავრებელთათვის. IRU ითხოვს ასაკის შემცირებას 18 წლამდე და სწავლის დაწყებას 17 წლიდან. ლიცენზიებისა და ტრენინგის ღირებულება ასევე ამცირებს პროფესიის მიმზიდველობას. საფრანგეთში, მაგალითად, სატვირთო მანქანის ლიცენზია ღირს 5300 ევრო, რაც სამჯერ აღემატება საშუალო თვიურ მინიმალურ ხელფასს.
„სატრანსპორტო და ლოჯისტიკური კომპანიები გადამზიდავების მოძიებაში ტოტალურ სიძნელეებს აწყდებიან. პოლონური კომპანიები ხშირად თანამშრომლობენ უცხოელ მძღოლებთან, რაც მათ დისკომფორტს უქმნის ენობრივი ბარიერის სახით. AsstrA-ში ჩვენ ვითვალისწინებთ ბაზრის სპეციფიკას, ვახდენთ საჭიროებებთან ადაპტირებას და ყურადღებას ვაქცევთ უცხო ენების ცოდნას, რათა უფრო ახლოს ვიყოთ როგორც მომხმარებლებთან, ასევე გადამზიდავებთან. ლოკალური ბაზრების გაგება ხომ აუმჯობესებს სატრანსპორტო პროცესების კოორდინაციას“, - ასკვნის ვიტალი ერემენკო, AsstrA-ს (AsstrA Polska) საგზაო გადაზიდვების ოპერაციული დირექტორის მოადგილე.
ავტორი: კამილა რინკიევიჩი.