ანდრეი ივანოვი-კოლაკოვსკი
ტობიას სოპალა
Transport Logistic გამოფენა უკვე 45 წლის განმავლობაში არის ევროპის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრიის მთავარი მოვლენა - 2300 ეკსპონატი, 64000 ვიზიტორი 120 ქვეყნიდან და რეგიონიდან 12 ჰექტარ საგამოფენო ფართობზე. წელს გამოფენა ტრადიციულად გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, 9-დან 12 მაისამდე გაიმართება.
ლოგისტიკის პროვაიდერ AsstrA-Associated Traffic AG-ს ექნება საკუთარი ჯიხური #131 A4 დარბაზში. Asstra-ს სპეციალისტები პირადად შეხვდებიან კომპანიების ჯგუფის პარტნიორებსა და კლიენტებს, რათა უპასუხონ მათ ყველა კითხვას და გაუწიონ პროფესიული რჩევები თითოეულ მათგანს.
„სხვადასხვა დარგის ღონისძიებებში მონაწილეობა, გარდა მრავალი საქმიანი შეხვედრისა და მოლაპარაკებისა, იძლევა შესაძლებლობას მიიღოთ უკუკავშირი Asstra-ს საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება და მომხმარებლებს მივაწოდოთ მომსახურების მაღალი სერვისი “, - ამბობს ანდრეი ივანოვი-კოლაკოვსკი Director of Europe Region.
„AstrA-ს გუნდი სიამოვნებით წარუდგენს ჯიხურის სტუმრებს თავის შესაძლებლობებს, როგორც NVOCC-ის პროვაიდერი განსაკუთრებით აქტუალურ მიმართულებით აშშ-დან / აშშ-ში, ისაუბრებს სერვისებსა და მომსახურებაზე, შეარჩევს საუკეთესო გადაწყვეტილებას თითოეული კონკრეტული ლოგისტიკური ამოცანისთვის“, დასძენს. ტობიას სოპალა, Chief Operations Officer Ocean Logistics.
გამოფენა მიუნხენში ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება, თუმცა პანდემიის გამო ბაზრის მონაწილეები 2019 წლიდან არ შეხვედრიან ერთმანეთს პირისპირ. Transport Logistic 2023 დიდი ხნის ნანატრი მოვლენაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. გელოდებით !
ავტორი: ანა შკოლნაია.