საავტომობილო ბაზარი პანდემიის შედეგ ნელ-ნელა ღდება, მაგრამ ავტომობილების მწარმოებლები კვლავ ისევ იბრძვიან არარეგულირებადი მიწოდების ჯაჭვებთან. ნახევარგამტარების კრიზისმა და საწვავის ფასების ზრდამ გამოიწვია მაღალი ინფლაცია და ეს ჯერ ბოლო არაა. ახალ წელს ინდუსტრიას შეექმნება გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია მომავლის საავტომობილო ინდუსტრიასთან და CO2-ის ემისიების 100%-ით შემცირებასთან 2035 წლისთვის.
საავტომობილო ინდუსტრიის მდგომარეობა ევროპაში
2021 წელს ელექტრომობილების ბაზრის წილი გაორმაგდა და თითქმის 10%-ს მიაღწია. ევროპული კლიმატური მიზნების თანმიმდევრულად მიღწევისთვის აუცილებელია დამტენი ინფრასტრუქტურის მსხვილი ქსელის შექმნა. ასევე საჭირო ნედლეულის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ბოლო 15 წლის განმავლობაში ავტომობილების წარმოებიდან CO2-ის გამონაბოლქვი განახევრდა, ამასთან ენერგიის მოხმარება მეოთხედით შემცირდა.
საავტომობილო ინდუსტრია ასევე მოწოდებულია უზრუნველყოს უსაფრთხო და ინტელექტუალური მობილურობა. ევროკავშირი აძლიერებს ლიდერის პოზიციას საგზაო უსაფრთხოების სფეროში და დაღუპულთა რიცხვი წელიწადში 17%-ზე მეტით მცირდება. გარდა ამისა, ავტომობილების მწარმოებელთა ევროპული ასოციაცია (fr. Association des Constructeurs Européens d'Automobiles - ACEA) ყველა ღონეს ხმარობს Vision Zero კონცეფციის განსახორციელებლად - რათა 2050 წლისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვი თითქმის ნულამდე შემცირდეს და მანქანების აღჭურვა მძღოლის დახმარების მოწინავე სისტემებით გვაახლოებს ამ მიზნის მიღწევასთან.
სამწუხაროდ, ევროპის გზებზე საშუალო ასაკის მანქანების ზრდის ტენდენცია მსუბუქი მანქანების (12 წელი), სატვირთო მანქანების (14 წელი), მიკროავტობუსების (12 წელი) და ავტობუსების (13 წელი) გრძელდება. ამიტომ, ახალი ელექტრომობილების ფასები ევროპელი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, მიწოდების შეფერხების გამო, წარმოება 8%-ით დაეცა 2021 წელს, რამაც გამოიწვია ავტომობილების გაყიდვების შემცირება.
სატვირთო ავტოპარკი
ACEA-ს მიერ შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის ოცდაშვიდმა ქვეყანამ (დიდი ბრიტანეთის გამოკლებით) 2020 წელს 1,2%-ით მეტი მანქანა დაარეგისტრირა, ვიდრე 2019 წელს. 2020 წლის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნებში, EFTA თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნებში და ზოგიერთ სხვა რეგიონში დაფიქსირდა მანქანების ზრდა 1,6%-ით, ფურგონების 2,9%-ით, სატვირთო მანქანების 2,1%-ით, განსხვავებით ავტობუსებისგან. რომლის რეგისტრაციაც 1,3%-ით შემცირდა. მთლიანობაში, რეგიონში 405,3 მილიონი მანქანა იყო დათვლილი.
2019 წლისთვის ყველაზე დიდი სატვირთო პარკი აშშ-ში იყო 158,4 მილიონით, 39,3 მილიონი სატვირთო რეგისტრირებულია ევროკავშირში, 25,7 მილიონი ჩინეთში, 14,3 მილიონი იაპონიაში და 10,4 მილიონი მექსიკაში. ყველაზე ძველი სატვირთო ფლოტი საბერძნეთს აქვს (21,4 წელი), ყველაზე ახალგაზრდა – ავსტრიას (7 წელი).
ევროპის ეკონომიკის საფუძველი
მიუხედავად ნახევარგამტარების, სათადარიგო ნაწილებსა და ენერგომატარებლების ფასებზე ხელმისაწვდომობის კრიზისისა, ევროკავშირის მშპ 2021 წელს გაიზარდა 5,3%-ით, ხოლო 2022 წელს 3,6%-ით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა აძლიერებს ინფლაციის ზრდას, ევროკომისია პროგნოზირებს შემდგომ ზრდას 2.8%-ით 2023 წელს.
საავტომობილო ინდუსტრია ევროპის ეკონომიკის ხერხემალია. 2021 წელს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ფუნქციონირებდა ძრავების საბოლოო აწყობისა და წარმოების 301 ქარხანა. 2017 წელს ევროკავშირის 17 ქვეყანაში ფუნქციონირებდა 226 ქარხანა, რომელთაგან 134 აწარმოებდა მსუბუქ მანქანებს.
ევროპაში არის 41 მსუბუქი მანქანების ქარხანა, 52 სატვირთო მანქანების ქარხანა და 66 ავტობუსების ქარხანა, ასევე 72 ძრავების ქარხანა და 18 აკუმულატორების.
ACEA-ს მონაცემებით, 3,5 ტონამდე სატვირთო მანქანები ძირითადად ესპანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ქარხნებში იწარმოება. გერმანია, თავის მხრივ, ლიდერია სატვირთო მანქანების წარმოებაში, რომელთა მთლიანი წონა აღემატება 16 ტონას, სამეულს ხურავს ნიდერლანდები და საფრანგეთი.
2035 წლიდან შიგაწვის ძრავიანი მანქანების გარეშე
ბოლო 30 წლის განმავლობაში ელექტრონიკამ დაიპყრო საავტომობილო სექტორი. ევროკავშირის გარემოს დაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს შიგაწვის ძრავიანი მანქანების გაყიდვისა და რეგისტრაციის აკრძალვა 2035 წლიდან. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ბატარეით მომუშავე ან წყალბადით მომუშავე მანქანების რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი. მეორეს მხრივ, ყველა სატრანსპორტო საშუალება შიდა წვის ძრავით და ჰიბრიდული ამძრავით შეიძლება მუშაობდეს ბუნებრივ ცვეთამდე. ევროკავშირის პოლიტიკოსები 2030 წლისთვის საჯარო დატენვის პუნქტების რაოდენობის 15-ჯერ გაზრდას ვარაუდობენ.
საავტომობილო ლოგისტიკა
2022 წელს ყველაზე პოპულარული შიდაევროპული მარშრუტების ტოპ 3 იყო: ჩეხეთი-გერმანია, გერმანია-საფრანგეთი და გერმანია-პოლონეთი, სადაც, კერძოდ, მანქანების ნაწილები და აქსესუარები, სამგზავრო მანქანები და საბურავები გადაიზიდა.
„რაც შეეხება საავტომობილო ინდუსტრიის სხვადასხვა სახის საქონლის ევროპაში ტრანსპორტირებას, გასულ წელს ყველაზე ხშირად მიწოდება განხორციელდა გერმანია-გერმანია, რუმინეთი-ბულგარეთი და გერმანია-ჩეხეთის მიმართულებით, რის გამოც კომპანიის ბრუნვა გასულ წელს აღნიშნულ მარშრუტზე წინა 2021წ. წელთან შედარებით 135%-ით გაიზარდა. საავტომობილო ინდუსტრია დინამიურად ვითარდება, განსაკუთრებით ელექტრომობილურობის კონტექსტში. შიგაწვის ძრავიანი მანქანების ეტაპობრივი გაუქმებით, ლოგისტიკის პროვაიდერები, რა თქმა უნდა, იძულებულნი იქნებიან გააკონტროლონ ბატარეების ტრანსპორტირება, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც საშიში საქონელი, აჯამებს დოროტა კაჩოროვსკა-ლადა,” AsstrA Automobile & Mobility Industry Logistics-ის საკვანძო კლიენტებთან მომუშავე გლობალური მენეჯერი.
ავტორი: კამილა რინკიევიჩი.