რამილია ახმეტოვა
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (ტსსმ) ან „შუა დერეფანი“ («MiddleCorridor») გადის ჩინეთში, ყაზახეთში, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოში.ამმარშრუტზე წელიწადში 10 მილიონ ტონამდე ტვირთის გადაზიდვაა შესაძლებელი, მათ შორის 200 ათასამდე კონტეინერი ევროპის ქვეყნების მიმართულებით.ამ მონაკვეთის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით,ეს არის ტრანზიტის კოლოსალური მაჩვენებელი.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი შეიქმნა 1996 წელს, კასპიის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის სატრანსპორტო კავშირების ხელის შეუწყობის მიზნით.
არსებობის დასაწყისში სატრანსპორტო დერეფანს ჰქონდა მთელი რიგი პრობლემები: საავტომობილო გზებისა და რკინიგზის მოძველებულ მდგომარეობა, სასაზღვრო გადასასვლელებზე გადატვირთვისას სატრანსპორტო საშუალებების და ტექნიკური აღჭურვილობის არასაკმარისი რაოდენობა, რაც დაბალი გამტარუნარიანობის მიზეზი იყო. თუმცა დროთა განმავლობაში რეგიონის სახელმწიფოებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა ინფრასტრუქტურის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, ასევე ახალი სატრანსპორტო მარშრუტების შექმნაზე.
დღეს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩინეთის ეკონომიკის განვითარებაში და განსაზღვრავს საქონლის ნაკადს რეგიონში. კასპიის ქვეყნები აქტიურად მუშაობენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ჰაბებისა და თავისუფალი სავაჭრო ზონების აშენებაზე და „მომავლის პორტების“ შექმნაზე ჩინეთის ტრანზიტის მოსაზიდად.
ყაზახეთის ხელსაყრელი გეოგრაფიული პოზიცია ტსსმ -ის მარშრუტთან მიმართებაში უზრუნველყოფს ყველა წინაპირობას აქტიური ინვესტიციებისთვის რეგიონში სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. ყაზახეთის მთავრობის დონეზე დასახულია ამოცანა ინვესტიციების მოზიდვა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაში. ეს დადებითად აისახება ცენტრალური აზიის ქვეყნების ბევრ ეკონომიკურ პროცესზე.
მიწოდების ოპტიმალური დროის მისაღწევად, აუცილებელია ამ მარშრუტზე არსებული არაერთი „ვიწრო ადგილების“ გადაჭრა. ტსსმ-ში ჩართული ქვეყნების მთავარი ამოცანაა გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურის შესაძლებლობები ეფექტური, მაღალი ხარისხის და კარგად კოორდინირებული მუშაობისთვის მთელი ლოჯისტიკური პროცესის განმავლობაში.
„AsstrA-Associated Traffic AG ხედავს ამ მარშრუტს, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ეფექტური ლოგისტიკური გადაწყვეტილებები კორპორატიული კლიენტებისთვის თურქეთიდან, ევროპიდან, ჩინეთიდან და ყაზახეთიდან. დღეს თურქეთიდან ყაზახეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის ალტერნატივა არის სარკინიგზო გადაზიდვები უფრო გრძელი ვადით, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ხელსაყრელი ტარიფებით. მძიმე ტვირთისთვის ან საქონლის გადაზიდვის 3-4 თვიანი დაგეგმვისას არსებობს მომგებიანი შესაძლებლობა ტვირთის მიტანისა თურქეთიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან ყაზახეთში, სადაც ტარიფის ღირებულება 1,5-2-ჯერ დაბალი იქნება.
ჩვენ მზად ვართ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ტსსმ მარშრუტის მთავარ სერვის პროვაიდერებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ვმუშაობთ ჩვენი მხრიდან ახალ შესაძლებლობებზე, რათა მივიღოთ ყველაზე ხელსაყრელი პირობები კორპორატიული კლიენტებისთვის. არსებული შეზღუდვებითა და სანქციებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი შესანიშნავი გამოსავალია როგორც ტვირთის მიმღებისთვის, ასევე გამგზავნისთვის“. ─ ამბობს რამილია ახმეტოვა, AsstrA-Associated Traffic AG-ის ხელმძღვანელი ყაზახეთში.
ავტორი: მალიკა არზუევა.