Jun Sun
Transport Logistic China (TLC) კიდევ ერთხელ შეკრებს აზიის რეგიონში ლოჯისტიკური ბაზრის მოთამაშეებს. ღონისძიება ჩატარდება შანხაის ახალ საერთაშორისო ექსპო ცენტრში (SNIEC) 2024 წლის 25-დან 27 ივნისამდე.
AsstrA-Associated Traffic AG კომპანიების შანხაის ფილიალის წარმომადგენლები სიამოვნებით შეხვდებიან გამოფენის სტუმრებს სტენდზე W4.435.
TLC არის აზიის წამყვანი სავაჭრო გამოფენა ლოჯისტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მიწოდების ჯაჭვების მართვაში. Transport Logistic China გთავაზობთ პლატფორმას რათა ერთმანეთს შეხვდენ ლოგისტიკური სექტორის წარმომადგენლები და კლიენტები რომლებიც ეძებენ მიწოდების ჯაჭვების ორგანიზებისთვის გადაწყვეტილებებს. ღონისძიება ფასდება მთელ აზიაში, როგორც შესაძლებლობა განაცხადისთვის მზარდ ჩინურ ბაზარზე შესასვლელად.
„ჩინეთის ეკონომიკა აგრძელებს ზრდას, ბიზნესი და ვაჭრობა ყვავის, იზრდება მოთხოვნა ლოგისტიკურ მომსახურებაზე. ჩინეთის მთავრობა მხარს უჭერს შიდა ბაზრის განვითარებას. TLC 2024 არის შესანიშნავი ადგილი ახალი და პოტენციური კლიენტების შესახვედრად რომლებიც წარმოადგენენ წარმოების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის სექტორებს“, - გვიზიარებს ჯუნ სუნი, ქვეყნის გაყიდვების მენეჯერი.
გამოფენის სტუმრებს ექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა იპოვონ ლოგისტიკური პარტნიორები თავიანთი ბიზნესის მხარდასაჭერად და განაახლონ ცოდნა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში ტექნოლოგიური ინოვაციების შესახებ.
შევხვდებით Asstra-ს სტენდზე!
ავტორი: Anastasiya Sidelnikova.