
Mariya Pobolovets
სააგენტო Advance Market Analytics, რომელიც სპეციალიზირებულია B2B ბაზრების კვლევაში,ლოგისტიკისა და ღვინის პროდუქტების ტრანსპორტირების სფეროში კომპანიების საერთაშორისო ჯგუფი AsstrA ევროპის წამყვანი მოთამაშეების სიაში შეიყვანა.
AsstrA-ს ექსპერტებს ესმით, რომ სხვადასხვა დარგებს განსხვავებული ლოგისტიკური მოთხოვნილებები გააჩნიათ.ამიტომ ღვინის მწარმოებლებისა და დისტრიბუტორების მოთხოვნილებების მსქსიმალურად და საუკეთესოთ დასაკმაყოფილებლად, 2012 წელს AsstrA-მ შექმნა სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც ანხორციელებს ალკოჰოლური სასმელების ტრანსპორტირებას. დეპარტამენტის სპეციალისტები უკვე 12 წელია წყვეტენ ალკოჰოლის ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებს.
2023 წლის შედეგების მიხედვით, ტოპ ქვეყნები, საიდანაც AsstrA-ს ალკოჰოლური პროდუქტები გააქვს მოიცავს იტალიას, ესპანეთს და საქართველოს. კომპანიების ჯგუფის სპეციალისტთა გუნდი მუშაობს ყველა მიმართულებით სადაც ხდება ალკოჰოლური პროდუქტების წარმოება და მისი შემდგომი მიწოდება მიუხედავად ტრანსპორტის სახეობისა და მოცულობისა. მომხმარებელთა მოხერხებულობისთვის AsstrA ასევე გთავაზობთ სასაწყობო მომსახურებას აქციზური მარკებით საქონლის მარკირების და კონსოლიდაციის მიზნით ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთსა და საქართველოში.
„ღვინისა და ალკოჰოლის შემცველი პროდუქტების ტრანსპორტირება რთული ამოცანაა, რომელიც მოითხოვს არა მხოლოდ განსაკუთრებულ ყურადღებას ტრანსპორტირების უსაფრთხოებასა და ხარისხზე, არამედ მუდმივად ცვალებადი სამართლებრივი და ტექნოლოგიური მოთხოვნების სიღრმისეულ ცოდნას. ევროპის ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული მოთხოვნები ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლის, გარემოსდაცვითი სტანდარტების საბაჟო პროცედურებისა და ლიცენზირების სფეროში. ამ გამოწვევების საპასუხოდ ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად AsstrA მიმართავს მკაცრი კონტროლის მეთოდებს მიწოდების ყველა ეტაპზე შეფუთვიდან დაწყებული ტემპერატურის მონიტორინგამდე. და ჩვენი კომპეტენციების ექსპერტული შეფასება უდავოდ სასიამოვნო და დამსახურებულია“, - ამბობს მარია პობოლოვეც, AsstrA Drinks & Tobacco Logistics-ის ხელმძღვანელი.
AsstrA-ით ღვინოების ტრანსპორტირებისას კლიენტებს შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ შემდექში:
- ტემპერატურული რეჟიმის დაცვა. AsstrA Drinks & Tobacco Logistics-ის სპეციალისტებმა იციან, რომ ალკოჰოლის მრავალი სახეობა მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ და სასმელების გაფუჭების თავიდან ასაცილებლად შესაბამის ტრანსპორტს ირჩევენ;
- საბაჟო პროცედურების დაცვა. ალკოჰოლური პროდუქტები ექვემდებარება მკაცრ კონტროლს და მათი საზღვრებს გარეთ გადატანა მოითხოვს საბაჟო კანონმდებლობის და ქმედებების თანმიმდევრობის ცოდნას, ასევე საკუთარი და გარე ფინანსური გარანტიების ხელმისაწვდომობას, რაზეც შეიძლება იზრუნონ Asstra-ს საბაჟო სპეციალისტებმა;
- შეფუთვისა და დამაგრების საიმედოობა. შეფუთვისა და ტვირთის დამაგრების უზრუნველყოფის მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრია და ჩვენი გუნდი დიდ ყურადღებას აქცევს ტრანსპორტირებისას პროდუქტების დაზიანების თავიდან აცილებას.
ღვინისა და სხვა ალკოჰოლური პროდუქტების ტრანსპორტირების და ღირებულების გამოსათვლელად დაგვიკავშირდით: mariya.pobolovets@asstra.com
ავტორი: Anastasiya Sidelnikova.