Sultane Zorlu
Vladislava Pereginya
AsstrA-Associated Traffic AG-ის ექსპერტთა ჯგუფმა წარმატებით დაასრულა საფრანგეთიდან აზერბაიჯანში რძის გამაგრილებლების მიწოდების პროექტი.
მიწოდების მოცულობა:
- - სულ: 4 ერთეული ტვირთი
- - მოცულობა: 102,99 მ³
- - წონა: 4,472 კგ
- - ერთი ერთეულის მაქსიმალური წონა: 3 ტონა
- - უმძიმესი და უდიდესი ტვირთი: რძის გაგრილების ავზი, რომლის ზომებია 8100 x 2995 x 3500 მეტრი და იწონის 3 ტონას.
ოთხ ეტაპიანი პროექტი ტვირთის დელიკატური ხასიათისა და კლიენტის სპეციფიკური მოთხოვნების გამო მოითხოვდა განსაკუთრებულ ლოგისტიკურ მიდგომას. მოწყობილობა რომლის მოცულობა 100 მ3-ზე მეტს შეადგენდა თურქეთის გავლით პირდაპირი საავტომობილო ტრანსპორტით იქნა მიტანილი. მთელ პროცესს ორი კვირა დასჭირდა და გადატვირთვის გარეშე ჩატარდა, რამაც საშუალება მოგვცა შეგვენარჩუნებინა მოწყობილობის მთლიანობა და ხარისხი.
„მთავარი ამოცანა იყო გადაზიდვა გადატვირთების გარეშე შეგვესრულებინა. ჩვენ სწრაფად ვიპოვეთ გადამზიდავები, რომლებიც მზად იყვნენ კარდაკარ მიწოდება შეესრულებინათ. ჩვენი გუნდის კოორდინირებული მუშაობის წყალობით, გამაგრილებლები უსაფრთხოდ და დროულად მიიტანეს აზერბაიჯანის ფერმაში“, - გვიზიარებს სულთანე ზორლუ Project Coordinator IPL Turkey თურქეთი.
„ამ კლიენტთან დაახლოებით ხუთი წელია ვთანამშრომლობთ, რეგულარულად ვაწვდით აღჭურვილობას აზერბაიჯანის ფერმებს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის ევროპიდან, ამერიკიდან და აზიიდან. ჩვენი კომპანია ჩამოყალიბდა, როგორც საიმედო მიმწოდებელი და ექსპერტი ოპტიმალური მარშრუტებისა და სატრანსპორტო გადაწყვეტილებების არჩევაში. კარგად ორგანიზებულმა ლოჯისტიკამ და ჩვენი სპეციალისტების სწრაფმა ქმედებებმა მოგვცა საშუალება, წარმატებით დაგვესრულებინა ეს პროექტი და სრულად დაგვეკმაყოფილებინა კლიენტის მოთხოვნები“, - აღნიშნავს ვლადისლავა პერეგინია Field Sales Specialist, Europe Division.
იმის გასარკვევად, თუ როგორ მოახდინოთ თქვენი ლოჯისტიკის ოპტიმიზაცია და უზრუნველყოთ თქვენი აღჭურვილობის საიმედო მიწოდება, შეავსეთ მოთხოვნა ვებსაიტზე ან დაუკავშირდით თქვენს უახლოეს Asstra-ს ოფისს.
ავტორი: Malika Arzueva.