Joe Malhame
2024 წლის 26–27 ივნისს, Asstra-მ მიიღო მონაწილეობა Decarbonization Supplier Event-ში რომელიც SWM International-ის მიერ იყო ორგანიზებული.
SWM International არის Asstra-ს პარტნიორი და გლობალური ლიდერი სხვადასხვა დარგებისთვის მაღალი ხარისხის ინოვაციური მასალების წარმოებასა და მიწოდებაში. კომპანიის პრიორიტეტშია სოციალურად პასუხისმგებელი, ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკები. ამ მისიის ფარგლებში, SWM-მა მოაწყო Decarbonization Supplier Event-ი, რათა გაეერთიანებინა მომწოდებლები ერთმანეთისთვის ცოდნის გასაზიარებლად და ახალი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების შესამუშავებლად.
შეხვედრის პროგრამა მოიცავდა სამართლებრივი ასპექტების განხილვას, CO2-ის გამონაბოლქვის შემცირებას Scope 3-ის ფარგლებში, ქარხნის დათვალიერებას, იდეების გენერირებას და მათ განხილვას. Decarbonization Supplier Event-ი გახდა საექსპერტო პლატფორმა ახალი ცოდნის მისაღებად, გამოცდილების და წარმატებული პრაქტიკების გასაზიარებლად. დისკუსიებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს AsstrA-ს წარმომადგენლებმა, მდგრადი განვითარების მენეჯერმა დმიტრი კრილოვმა და რეგიონალური გაყიდვების მენეჯერმა ჯო მალჰემმა.
ღონისძიების დროს AsstrA-მ წარმოადგინა მიწოდების ჯაჭვებში CO2-ის გამონაბოლქვის შესამცირებლად დასახული მიზნების მიღწევის თავისი ხედვა. და განიხილა ამ მიზნების წინაშე მდგარი გამოწვევები. AsstrA-ს ექსპერტები ასევე შეთანხმდნენ SWM-თან დეკარბონიზაციის სერვისებისა და მწვანე გადაწყვეტილებების საკითხებში შემდგომ თანამშრომლობაზე.
ჯო მალჰემმა, გაყიდვების რეგიონულმა მენეჯერმა, თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა: „ღონისძიებაში მოწვევა არის ჩვენი აღიარება საფრანგეთის ბაზარზე. ორი დღე იყო წარმოუდგენლად დინამიური და პოზიტიური ატმოსფეროს წყალობით, ძალიან პროდუქტიული. AsstrA-ს მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ხაზს უსვამს კომპანიის ერთგულებას მდგრადი განვითარებისადმი და პარტნიორებთან თანამშრომლობის სურვილს მიწოდების ჯაჭვების დეკარბონიზაციისთვის ეფექტური გადაწყვეტილებების მოძებნაში.
ავტორი: AsstrA.