Olgun Denizli
ჩვენ Asstra-ში გვესმის, რომ გამონათქვამი „დრო ფულია“ უმრავლესი კლიენტებისთვის პირდაპირი მნიშვნელობისაა. მაგალითად, თუ საწარმოო ხაზი ჩერდება ნაწილების დეფიციტის გამო, ყოველი საათის შეფერხება იწვევს ზარალს. ზუსტად ასეთ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენილი კლიენტი დაუკავშირდა ლოგისტიკურ ოპერატორ AsstrA-ს თურქეთის წარმომადგენლობას, თხოვნით 6 ტონაზე მეტი ავტო ნაწილების კანადიდან თურქეთში სასწრაფოდ გადაზიდვაზე.
ამოცანას ართულებდა ის ფაქტი, რომ მოთხოვნა რამადანის წინა დღეს მიიღეს, როდესაც ბევრი პროცესის ტემპი შენელებულია. Asstra-ს გუნდმა ტვირთთან მუშაობა 8 აპრილის საღამოს დაიწყო და ყველა დოკუმენტი და ნებართვა მაქსიმალურად მოკლე დროში გააფორმა. მეორე დღეს, 9 აპრილს ტვირთი უკვე გზაში იყო და 10 აპრილს წარმატებით ჩავიდა სტამბოლის აეროპორტში.
„რამაზანის ბოლოში როგორც წესი, ყველა დასვენების ხასიათზეა და არა მსხვილი პარტიის ტვირთის სასწრაფო გაფორმებაზე. მაგრამ ჩვენმა საჰაერო გუნდმა 22 პალეტი ტვირთის, საერთო მასით 6,238 კგ 48 საათის განმავლობაში ინტერკონტინენტური მიწოდების პროექტი წარმატებით განახორციელა. მოხარული ვართ, რომ დავეხმარეთ კლიენტს ხარჯების თავიდან აცილებაში და კიდევ ერთი წარმატებული ქეისი დავამატეთ ჩვენს პორტფოლიოში“, - აღნიშნავს ოლგუნ დენიზლი, Air Freight Turkey & ME-ის ხელმძღვანელი.
თუ თქვენ ასევე გჭირდებათ ტვირთის სასწრაფო მიწოდება თურქეთში ან თურქეთიდან, გაგზავნეთ მოთხოვნა: istanbul@asstra.com და AsstrA-ს სპეციალისტები ოპტიმალური გადაწყვეტილებით დაგიკავშირდებიან.
ავტორი: Anastasiya Sidelnikova.