Mykolas Tokarenko
საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიის AsstrA Associated Traffic AG-ის ლიტვურ ფილიალ კომპანია AsstrA Vilnius-ს, LTG Cargo-ს მიერ 2023 წლისთვის გაცემული «მწვანე კილომეტრი»-ის სერთიფიკატი მიენიჭა. ჯილდო ადასტურებს AsstrA-ს მიერ ნახშიროჟანგის კვალის შესამცირებლად, ინტერმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების გამოყენებით გადადგმულ ნაბიჯებს.
გარემოსდამცველების შეფასებით, ლოგისტიკურ დარგზე გლობალური ნახშირორჟანგის ექვივალენტის (CO2e) ემისიების 10-15%-ს მოდის. 2023 წლის განმავლობაში, AsstrA-ს სტრატეგიულმა პარტნიორობამ LTG Cargo-სთან ხელი შეუწყო CO2e გამონაბოლქვის შემცირებას 330 ტონით, რაც 134 ოლიმპიური საცურაო აუზის ექვივალენტია.
«მწვანე კილომეტრი»-ის სერთიფიკატი ხაზს უსვამს ინტერმოდალური სატვირთო გადაზიდვების გარემოსდაცვით უპირატესობას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სარკინიგზო გადაზიდვას იყენებთ შორ მანძილზე. ეს მეთოდი გთავაზობთ ბოლო მილის მიწოდებისთვის კომპლექსურ გადაწყვეტილებებს, რომელიც აერთიანებს რკინის გზის უსაფრთხოებას და ეკოლოგიურობას, საგზაო ტრანსპორტის მოქნილობასთან.
”ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ვამუშავებთ და ვთავაზობთ გადაწყვეტილებებს ჩვენს მომხმარებლებს და დიდი პატივია ამის დამადასტურებელი სერთიფიკატის მიღება. AsstrA სარკინიგზო ტრანსპორტი წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას, რომელიც უზრუნველყოფს CO2-ის გამონაბოლქვის მნიშვნელოვან შემცირებას ტვირთის დიდ მანძილზე გადაზიდვისას,” -გვიზიარებს მიკოლას ტოკარენკო, Asstra-ს რეგიონალური გაყიდვების ხელმძღვანელი ლიტვაში.
AsstrA Associated Traffic AG-ს სჯერა ლოგისტიკის დარგში განვითარების მდგრადი პრაქტიკის შემუშავების და განიხილავს ჯილდოს, როგორც სტიმულს შემდგომი ინოვაციებისთვის.
ავტორი: Anna Miasnikova.