Carrie Staab
AsstrA Associated Traffic AG-ის IPL განყოფილებამ ჰიუსტონში, რომელიც სპეციალიზირებულია რთული და სასწრაფო ტვირთების მიწოდებაზე, კიდევ ერთი არასტანდარტული მიწოდება დაასრულა. არაგაბარიტული პროექტი მოიცავდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისთვის 7 ცალი მაყუჩის ტრანსპორტირებას აშშ-დან ტაილანდში.
მაყუჩები რომელთა საერთო წონა 22 232 კგ შეადგენდა , ჰიუსტონიდან დალასის აეროპორტში გადაიტანეს, რის შემდეგაც დაორგანიზდა საჰაერო გადაზიდვა დალასიდან ბანგკოკში. მთავარი სირთულე იყო ტვირთის ზომები; საჭირო იყო მიწოდება 2 მაყუჩის თითო 355x330x275 სმ, 2- 246x246x275 სმ, 1 - 240x147x200 სმ, 1 - 190x115x90 სმ,1 - 200x105x55 სმ.
მიუხედავად არაგაბარიტული ტვირთის განსაკუთრებულობის და სწრაფი გადატანის მოთხოვნილებისა გადაზიდვა ყოველგვარი შეფერხებებისა და ინციდენტების გარეშე დროულად დასრულდა.
„AstrA IPL Houston-ში ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი ექსპერტების გუნდით, რომლებსაც შეუძლიათ ლოგისტიკურ გამოწვევებს სწრაფად და ეფექტურად გაუმკლავდნენ” - ამბობს კერი სტუბმა, პროექტის მენეჯერი AsstrA-ს ჰიუსტონის ოფისში. „ეს წარმატებული გამოცდილება არის ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ცოდნისა და ერთგულების დადასტურება, რათა უზრუნველვყოთ განსაკუთრებული მომსახურება და ვიყოთ ჩვენი კლიენტებისთვის საიმედო პარტნიორი. AIPL გთავაზობთ კომერციულ გადაწყვეტილებებს არაგაბარიტული ტვირთების საჰაერო გადაზიდვისთვის, რაც უდავოდ გაზრდილი სირთულის ამოცანაა. Asstra-ს გუნდი ასეთ პროექტებს პრობლემად კი არ განიხილავს, არამედ კლიენტის დასახმარებელ საშუალებად.
დამატებითი ინფორმაციისთვის AsstrA IPL Houston-ის და შესაძლო სერვისების შესახებ ეწვიეთ asstra.us
ავტორი: Aneta Kowalczyk.