Steven Smith
26 მარტს, ავარიის შედეგად ბალტიმორში ავტომაგისტრალური ხიდი ჩაინგრა, რამაც დაბადა სერიოზული საფრთხეები ეკონომიკურ და სავაჭრო შეფერხებებზე.ასევე ხიდის ნგრევამ დროებით შეაჩერა ოპერაციები ბალტიმორის პორტში, რამაც გაამძაფრა შეშფოთება ინციდენტის გავლენაზე საერთაშორისო ბაზრებზე.
ბალტიმორის პორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს შეერთებულ შტატების სხვადასხვა დარგების ლოგისტიკურ უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით ავტომობილების ექსპორტისთვის. პორტი არის სატრანსპორტო კვანძი წამყვანი ამერიკული, ბრიტანული და ევროპული ავტომწარმოებლებისთვის, როგორიცაა General Motors, Ford, Nissan, Fiat და Audi. ყოველწლიურად პორტის ინფრასტრუქტურზე გადის 750 000-ზე მეტი მანქანა.
ქალაქი ბალტიმორი ასევე არის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მთავარი ექსპორტიორი, რომელიც ყოველთვიურად აგზავნის დაახლოებით ნახევარ მილიონ ტონა LNG-ს გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირში. ხიდის ჩამონგრევით გამოწვეული შეფერხება საფრთხეს უქმნის ენერგეტიკული დარგის მიწოდებებს.
“AsstrA Ocean logistics- ის ჯგუფი აშშ-ში ყურადღებით აკვირდება სიტუაციას“, - ამბობს სტივენ სმიტი, AsstrA-ს მენეჯერი ტამპაში. “ჩვენ მზად ვართ გავუწიოთ მხარდაჭერა და დახმარება კომპანიებს, რომლებსაც აქვთ მიწოდების პრობლემა. ჩვენი ექსპერტები მუშაობენ ალტერნატიული გადაწყვეტილებების მოძებნისთვის, რათა უზრუნველყონ ვაჭრობის უწყვეტი ნაკადი და მინიმუმამდე დაიყვანონ ამ ინციდენტის გავლენა.”
ეკონომისტები და ლოგისტიკის ექსპერტები ოპტიმისტურად ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ სანაპიროს პორტები კარგად არიან მომზადებული ტვირთის მოცულობის ზრდისთვის. პორტები ნიუ-იორკიდან ჯორჯიამდე მზად არიან მიიღონ ტვირთები რომელიც მიმართული იყო ბალტიმორში, რაც შეამცირებს მიწოდების ჯაჭვის კრიზისის რისკებს.
ინციდენტის სიმძიმის მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ მინიმალურ გავლენას აშშ-ის მშპ-ზე და ინფლაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ხიდის ჩანგრევა ავლენს აშშ-ს მიწოდების ჯაჭვების სისუსტეებს, გადაზიდვის ალტერნატიული მარშრუტები უზრუნველყოფენ ბიზნესისა და მომხმარებლების ნდობას.
„როგორც ვხედავთ, აშშ-ს პორტის ინფრასტრუქტურა უფრო გამძლეა, ვიდრე 2021 და 2022 წლებში, როდესაც პორტები დაუკომპლექტებული იყო და გადატვირთული იყო გემებითა და კონტეინერებით, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა და ინფლაცია, რადგან ამერიკელები COVID-19 პანდემიის დროს აქტიურად ყიდულობდნენ საქონელს ” ავარიის შედეგები უფრო მეტად შეიგრძნობა ადგილობრივ დონეზე, ვიდრე ფედერალურზე. არსებული ვითარების მაჩვენებლებზე გავლენა გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე იემენში მეამბოხე ჰუსისტების ჯგუფის მიერ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები“, - აჯამებს სტივენ სმიტი. Asstra-დან.
თუ გჭირდებათ დახმარება ბალტიმორის ხიდის შემოვლითი ლოგისტიკური გადაწყვეტილების მოძებნაში გთხოვთ დაუკავშირდეთ: steven.smith@asstra.com ან ჩვენი ვებგვერდით asstra.us
ავტორი: Aneta Kowalczyk.