Sun Jun
Statista-ს ბაზრის კვლევის მონაცემების თანახმად, ჩინეთის ელექტრონული კომერციის სფეროში გაყიდვები კვლავ იზრდება. 2020 წელს ბაზარმა 1,82 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია და 2029 წლისთვის 2,01 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება. ეს ზრდა ასტიმულირებს ლოჯისტიკურ სერვისებზე მოთხოვნებს, მათ შორის დასაწყობებაზე, შეკვეთების პირდაპირ შესრულებასა და ბოლო მილის მიწოდებაზე.
მომხმარებელთა მზარდი რაოდენობა, რომლებიც ამჯობინებენ ონლაინ შესყიდვებს, იწვევს საქონლის მარაგების შენახვისა და მართვისთვის საჭირო სასაწყობო სივრცეზე მზარდ მოთოვნას. ამის საპასუხოდ ჩინური 3PL ლოგისტიკური პროვაიდერები აფართოებენ თავიანთ ინფრასტრუქტურას: აშენებენ ახალ საწყობებს და სადისტრიბუციო ცენტრებს,რომლებსაც მიწოდების ოპტიმიზაციის მიზნით ხშირად ათავსებენ დიდი ქალაქების სიახლოვეს.
„შეკვეთის შესრულება ხდება ელექტრონული კომერციის ოპერაციების მთავარი ელემენტი. გაძლიერებული კონკურენციისა და მიწოდების სიჩქარესა და ხარისხზე მომხმარებელთა გაზრდილი მოლოდინების გამო ონლაინ რიტეილები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ლოჯისტიკის გარე პროვაიდერებს და შეკვეთის შესრულების მთელი პროცესის მენეჯმენტი მიღებიდან შეფუთვამდე და მიწოდებამდე მათზე გადააქვთ,” აღნიშნავს Sun Jun, country sales manager AsstrA-ში.
ონლაინ შეკვეთების ზრდის გამო, ბოლო მილის მიწოდების სერვისის გასაუმჯობესებლად ჩინური ლოჯისტიკური კომპანიები აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს ახალ ტექნოლოგიებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს მოიცავს დრონების, ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების და სხვა ინოვაციური მიდგომების გამოყენებას.
ელექტრონული კომერციის ზრდა ჩინეთში მნიშვნელოვნად აძლიერებს 3PL დარგის ზრდას რეგიონში, ქმნის ლოგისტიკური მომსახურეობის ახალ შესაძლებლობებს ონლაინ ვაჭრობისა და სხვა ბიზნესებისთვის.
AsstrA იღებს მზარდი ბაზრის სეგმენტის გამოწვევებს და მომხმარებელს სთავაზობს ინოვაციურ ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს.
ლოგისტიკის ან განაკვეთის გამოთვლების შესახებ საექსპერტო რჩევისთვის დაუკავშირდით ჩვენს გუნდს: china@asstra.com
ავტორი: Anastasiya Sidelnikova.