გაზაფხულის დადგომასთან ერთად იხსნება სასუქების მიწოდების სეზონი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობაში და მოსავლიანობის უზრუნველყოფაში. სოფლის მეურნეობის მოთამაშეების საჭიროებების კვალდაკვალ, მოთხოვნა სასუქების სარკინიგზო ტრანსპორტირებაზე უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან ევროპაში სტაბილურად იზრდება.
სარკინიგზო ტრანსპორტის მთავარი უპირატესობა სასუქების გადაზიდვისას არის მიწოდების პროგნოზირებადი დრო და ტვირთის დიდი მოცულობის გადაზიდვის ოპტიმალური ღირებულება. სარკინიგზო ვაგონებს გააჩნიათ 66-დან 68 ტონამდე ტევადობა თითოულ ვაგონში.
ლოგისტიკური კომპანია AsstrA-ს მონაცემები ადასტურებს სარკინიგზო ტრანსპორტით სასუქების გადაზიდვების მოცულობის ზრდას. მხოლოდ ბოლო კვარტალში ყაზახეთის ქარხნებიდან 300-ზე მეტი ვაგონი გაიგზავნა. ნიტრატი და ამოფოსი სასუქების ყველაზე პოპულარული სახეობებია, რომლებსაც AsstrA-ს გუნდი აწვდის ყაზახეთიდან ევროპაში.
უზბეკეთიდან ექსპორტზე ყველაზე დიდი მოთხოვნადია შარდოვანა, გვარჯილა, სოდა, NPK და კალიუმის სასუქები.
სასუქებისსარკინიგზოგადაზიდვებისპოპულარულმიმართულებებსშორისარისმარშრუტებიყაზახეთიდანლატვიაში, ლიტვაშიდაპოლონეთში.
უზბეკეთიდან გადაზიდვებისას დიდი მოცულობის ტვირთების მიტანა ხდება საქართველოს ფოთის პორტსა და ბალტიისპირეთის პორტებში, სადაც სასუქები იტვირთება საზღვაო გემებზე შემდგომი მიწოდებისთვის.
კომპანია AsstrA სასუქების რკინიგზით გადასაზიდად გთავაზობთ მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის სადგურზე მიტანა, ვაგონით უზრუნველყოფა და ტარიფების გადახდა სარკინიგზო გზის მთელ მარშრუტზე.
დიმიტრი გერბერი, დსთ-ს სარკინიგზო ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აღნიშნავს: „რკინიგზა არის საიმედო და ეფექტური გზა ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან ევროპაში სასუქების გადასატანად. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების გასაუმჯობესებლად რათა უზრუნველვყოთ სასუქების ეფექტური და საიმედო გადაზიდვა ხარისხისა და უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში.”
სარკინიგზო გადაზიდვების ღირებულების გამოსათვლელად დაუკავშირდით Asstra-ს ექსპერტებს:
ავტორი: Malika Arzueva.