
იაგმურ ტოპჩუმ
AsstrA-მ სტამბოლიდან მავრიკიაში ბუნებრივი ქვის ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებლისთვის, 23 ტონა მარმარილოს საჰაერო გადაზიდვა წარმატებით შეასრულა. ამ გადაზიდვის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ საჭირო იყო მყიფე დამუშავებული მარმარილოს გადაზიდვა, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტით ხდება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი რაოდენობის მარმარილო თვითმფრინავით გადაიტანეს.
მიწოდება საჩქარო იყო, რადგან მსგავს საზღვაო გადაზიდვას 50 დღეზე მეტი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, ენდობოდა რა Asstra-ს გამოცდილებას, კლიენტმა გადაწყვიტა ესარგებლა საჰაერო მარშრუტით, AsstrA-ს ექსპერტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მიწოდება რეკორდულ 4 დღეში დასრულებულიყო, თუმცა თავდაპირველად დაგეგმილი იყო მინიმუმ 10 დღე.
"რა თქმა უნდა, პროექტს ჰქონდა თავისი სირთულეები. ტვირთის დიდი წონის გამო, ტრანსპორტირება განხორციელდა ოთხ ეტაპად. ჩვენ ასევე შევთავაზეთ კლიენტს ტვირთის დაზღვევა პროექტის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. სტამბულის აეროპორტში აღმოჩენილ იქნა ერთ-ერთი პალეტის დეფორმაცია რის მიზეზიც იყო მისი მაღალი 4 ტონიანი წონა. გუნდის სწრაფი მოქმედებების წყალობით, მოხდა პალეტის დროული აღადგენა, რამაც ხელი შეუწყო თავიდან აგვეცილებინა დაზიანებები და მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები“, - თქვა იაგმურ ტოპჩუმ, AsstraA-ს ექსპედიტორმა.
ასეთი უნიკალური და გადაუდებელი მიწოდება შესაძლებელი გახდა კლიენტსა და AsstrA -ს ექსპერტებს შორის ეფექტური კომუნიკაციით: ყველა საკითხი ონლაინ შეხვედრებზე ოპერატიულად განიხილებოდა. მომხმარებელი წარმატებული მიწოდებით სრულად კმაყოფილი დარჩა და გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები:
"გადაზიდვის პროცესი ჩვენთვის ნამდვილი თავგადასავალი აღმოჩნდა. თავიდან ცოტა ვნერვიულობდით, მაგრამ AsstrA-ს მხარდაჭერის წყალობით, ეს გამოცდილება სასიამოვნო მოგზაურობად გადაიქცა. გმადლობთ, რომ ჩვენთან ერთად იყავით ყოველ ეტაპზე და ეს პროცესი ძალიან მომხბლავი გახადეთ!"
AsstrA -ს პროფესიონალურმა გუნდმა აჩვენა ეფექტურობა და მონდომება პროექტის მიმდინარეობისას ყველა მიზნის მისაღწევად. ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი კლიენტის, რომელმაც გვანდო ასეთი რთული გადაზიდვის განხორციელება.