
ანდრეი ზაზულინსკი
2025 წლის თებერვალში, AsstrA Forwarding AG-მა Transporeon-ის სატრანსპორტო პარტნიორების ლოიალობის პროგრამაში Top Tier Carrier-ის სტატუსი მიიღო. ეს ბეჯი ადასტურებს ჩვენს ეფექტურობას, გამჭვირვალობას და საიმედოობას ოპტიმალური ლოგისტიკური გადაწყვეტილებების უზრუველყოფაში.
Transporeon არის წამყვანი ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ტვირთის გამგზავნებს, ექსპედიტორებსა და გადამზიდველებს. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, AsstrA თანამშრომლობს Transporeon-თან, ახდენს თავის ოპერაციულ სისტემაში გადაწყვეტილებების ინტეგრაციას და მიწოდების ჯაჭვის პროცესების ავტომატიზირებას.
სისტემა იძლევა საშუალებას მოხდეს:
- მოთხოვნების დამუშავება,
- შეკვეთების მიღება და შესრულება,
- სასაწყობო ფანჯრის დაჯავშნა,
- ტვირთზე თვალყურის დევნება,
- მომხმარებელის მიწოდების სტატუსის შესახებ ინფორმირება.
"ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა არა მხოლოდ ამარტივებს პროცესებს, არამედ მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენს კლიენტებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხს. TOP ოპერატორის წოდება ადასტურებს, რომ Asstra აღემატება ყველა მოლოდინს და სტანდარტს ლოჯისტიკის სფეროში", - ამბობს ანდრეი ზაზულინსკი, Head of Digital Solutions & Visibility Division.
მადლობა ჩვენს კლიენტებს ნდობისთვის! AsstrA 30 წელია უზრუნველყოფს ხარისხიანი ლოგისტიკური გადაწყვეტილებების მიწოდებას მთელს მსოფლიოში და Transporeon-ის აღიარება ადასტურებს ჩვენს ერთგულებას მაღალი სტანდარტებისადმი. ჩვენი არჩევით კლიენტები იღებენ სანდო, ხარისხიან და ეფექტურ ბიზნეს გადაწყვეტილებებს.