AsstrA Project Logistics (AIPL) გუნდმა ფართომასშტაბიანი პროექტი, Técnicas Reunidas-Hyundai Engineering Poland ერთობლივი საწარმოსთვის, 1936 ტონა სუპერ მძიმე ტვირთის გადასატანად კორეიდან პოლონეთში წარმატებით დაასრულა. ესპროექტი განხორციელდა ორლენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში. პროექტი, რომელიც იანვარში დაიწყო, დასრულდა პოლონეთის ქალაქ პლოკში, ორლენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნაში საბოლოო მიწოდებით.
პროექტის ძირითადი მომენტები:
• ტვირთის მოცულობა: 1936 ტონა სუპერ მძიმე ტვირთი
• გამგზავრების ადგილი: კორეა
• დანიშნულება: პლოკი, პოლონეთი (ორლენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა)
• სატრანსპორტო მარშრუტი: საზღვაო ტრანსპორტი გდანსკამდე, შემდეგ სახმელეთო ტრანსპორტი პლოკამდე
• პროექტის ხანგრძლივობა: 2025 წლის იანვარი – მარტი
• სატვირთო ერთეული: 25. დიდი გაბარიტის ყუთების ჩათვლით
გადაზიდვა დაიწყო 4 იანვარს, AAL გემზე ნაწილობრივი დატვირთვის ფარგლებში, FOB მიწოდების პირობებით. AsstrA-ს ინდივიდუალურმა ლოგისტიკურმა მიდგომამ უზრუნველყო ამ რთული ტვირთის უსაფრთხო და ეფექტური ტრანსპორტირება.
მაქსიმ პლატონოვმა, Asstra-ს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, აღნიშნა: „ჩვენი გუნდის ინდივიდუალური ლოგისტიკური მიდგომა სრულად აკმაყოფილებდა მოთხოვნებს ამ სუპერ მძიმე და რთული ტვირთის ტრანსპორტირებისთვის. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ყველა ტვირთი მიწოდებული იქნა ინციდენტის, დაზიანებისა და მოულოდნელი ხარჯების გარეშე“.
ამ პროექტის წარმატებით დასრულება ხაზს უსვამს რთული ლოჯისტიკური ოპერაციების მართვაში Asstra-ს გამოცდილებას. კომპანიის უნარი მართოს თავიდან ბოლომდე ასეთი რთული მიწოდებები, მარშრუტის ბოლო მონაკვეთის გდანსკიდან პლოკამდე ჩათვლით, აჩვენებს პროექტების მართვის მის ყოვლისმომცველ შესაძლებლობებს.
AsstrA-სთვის ეს წარმატება პროექტული ლოგისტიკის სფეროში კიდევ ერთი გავლილი ეტაპია, რომელიც აძლიერებს ჩვენს პოზიციებს, რთული სატრანსპორტო საჭიროებების მქონე გლობალური მომხმარებლებისთვის როგორც სანდო პარტნიორს.