გეგმავთ საქონლის შეძენას ევროპაში, აზიასა ან ამერიკაში? გსურთ ახალი ბაზრების ათვისება? ან გსურთ პროდუქციის გაყიდვა ადგილობრივ მყიდველზე ადგილობრივი ვალუტით?
AsstrA Trade Services გთავაზობთ კომპლექსურ მიდგომას თქვენი საგარეო ეკონომიკური ამოცანების გადაჭრისთვის.
ჩვენ ვუწევთ მხარდაჭერას როგორც ერთჯერად სავაჭრო ოპერაციებს, ასევე გრძელვადიან პროექტებს მიწოდების ჯაჭვების მართვის მიმართულებით (SCM). ჩვენი მიზანია, ვაქციოთ კლიენტების საგარეო ეკონომიკური პროცესები მაქსიმალურად ეფექტიანი და უსაფრთხო.
რას იღებთ AsstrA Trade Services-თან თანამშრომლობით:
- პროდუქციის შესყიდვა ევროპაში, აზიასა და ამერიკაში სრული ციკლით;
- ექსპერტული მხარდაჭერა საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ყველა ეტაპზე;
- პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ მყიდველზე ადგილობრივ ვალუტაში, საბაჟო გაფორმების შემდეგ;
- გასვლა ახალ საერთაშორისო ბაზრებზე;
- ვადებისა და ხარჯების ოპტიმიზაცია;
- ნიმუშებისა და გარანტიული სათადარიგო ნაწილების მიწოდება (მათ შორის სერტიფიცირებისთვის).
„საგარეო ეკონომიკური საქმიანობის აუთსორსინგი კომპანიებს იცავს ისეთ რისკებისგან, როგორიცაა კანონმდებლობის ცვლილებები, სერტიფიცირება და პროდუქციის მარკირება. პროფესიონალების გარეშე ამ ყველაფრის კონტროლი თითქმის შეუძლებელია. მიანდეთ ეს AsstrA-ს გუნდს და თქვენ ფოკუსირდით ბიზნესის განვითარებაზე,“ — განმარტავს ირინა ანდრეევა, AsstrA-ს Trade Division-ის ხელმძღვანელი.
ჩვენი მომსახურება:
- სავაჭრო ჯაჭვის ორგანიზება AsstrA-ს იურიდიული პირების მონაწილეობით;
- ოპტიმალური გარიგებისა და მიწოდების მარშრუტის შერჩევა;
- დასაწყობება და მიწოდება საბოლოო მყიდველამდე;
- საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სრული კოორდინაცია;
- პროდუქციის სერტიფიცირება და მარკირება;
- DDP ის სქემით მიწოდება.
„კარიდან კარამდე“ — მარტივად AsstrA Trade Services-თან ერთად.
tradegroup@asstra.com რათა
განვიხილოთ თქვენი ამოცანა და შემოგთავაზოთ საუკეთესო გადაწყვეტილება.