საქართველოში პირველი მშრალი პორტი Tbilisi Dry Port ჩინეთი-კავკასია-ევროპის მარშრუტზე მულტიმოდალური ლოჯისტიკის ახალ პერსპექტივებს ხსნის. AsstrA-სთვის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა არა მხოლოდ პარტნიორების მხრიდან აღიარების ნიშანი იყო, არამედ შესაძლებლობაც, პირველებს შეგვეფასებინა ახალი ლოგისტიკური ცენტრის პოტენციალი.
ღონისძიებას AsstrA Georgia-ს მხრიდან ესწრებოდნენ ფილიალის დირექტორი ლარისა მევხი და ცენტრალური აზიისა და კავკასიის კონტეინერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენა ვასილიევა. პორტის გახსნიდან პირველივე კვირებში AsstrA-ს ექსპერტებმა მისი შესაძლებლობების კლიენტებისთვის ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებში ინტეგრირება დაიწყეს.
„ჩვენთვის,Tbilisi Dry Port გახსნაში მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი არ არის. ეს საქართველოს, როგორც რეგიონში მთავარი ლოგისტიკური ცენტრის როლის დადასტურებაა. ახალი პორტი რეალურ შესაძლებლობებს ქმნის მულტიმოდალური მარშრუტების განვითარებისა და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებისთვის კავკასიის, ცენტრალური აზიის, ევროპისა და ჩინეთის მიმართულებით“, - აღნიშნავს ლარისა მევხი, AsstrA-ს ფილიალის დირექტორი საქართველოში.
Tbilisi Dry Port-ის გახსნა AsstrA-ს მომხმარებლებს რიგ უპირატესობებს სთავაზობს:
- ჩინეთ-ევროპის მარშრუტზე ახალ მულტიმოდალურ ინფრასტრუქტურაზე წდომა;
- პირდაპირი კავშირი რკინიგზასა და საზღვაო ქსელებთან თბილისის გავლით;
- მოქნილი მარშრუტები აჭარის, ფოთის, ბაქოს პორტებთან და კასპიის ზღვის ლოგისტიკურ ჰაბებთან წვდომით;
- მიწოდების ვადების ოპტიმიზაციისა და ლოგისტიკური ხარჯების შემცირების შესაძლებლობები.
„პორტი AsstrA-სთვის სტაბილური და მასშტაბირებადი კონტეინერული გადაზიდვების გადაწყვეტილებების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენ ვაფიქსირებთ მომხმარებელთა მზარდ ინტერესს ეფექტური მარშრუტების მიმართ, ახალი პორტი კი შუა დერეფანში ლოჯისტიკის ოპტიმიზაციის დამატებითი ინსტრუმენტი გახდება“, - დასძენს ელენა ვასილიევა, AsstrA-ს ცენტრალური აზიისა და კავკასიის კონტეინერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
AsstrA აქტიურად აფართოებს თავის ყოფნას საქართველოში და ავითარებს თანამედროვე ლოგისტიკურ გადაწყვეტილებებს ცენტრალური აზიის, კავკასიისა და ევროპის მომხმარებლებისთვის.
შეიტყვეთ მეტი ახალი მარშრუტის შესახებ და მიიღეთ ხარჯთაღრიცხვა AsstrA-ს ექსპერტებისგან: