AsstrA-Associated Traffic AG კომპანიის შვეიცარიულმა ჯგუფმა მძიმე წონის არაგაბარიტული (OOG) ტვირთი უზბეკეთში კომბინირებული ციკლის ელექტროსადგურში წარმატებით მიიტანა. ეს რთული ლოგისტიკური ოპერაცია ცენტრალურ აზიაში მძიმე წონიანი ტვირთების ტრანსპორტირების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
ოპერაცია მოიცავდა ორი მთავარი ტრანსფორმატორის ბლოკისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის ტრანსპორტირებას. ტვირთის საერთო წონა იყო 460 ტონა, საერთო მოცულობით 1500 კუბური მეტრი:
- 168.8 ტონა | ზომები: 10.00 მ x 3.28 მ x 3.93 მ
- 290ტონა | ზომები: 9.52 მ x 4.01 მ x 4.70 მ
ტვირთის გადაზიდვა მოდულური დაბალი სატვირთო მანქანების გამოყენებით განხორციელდა. ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარზე გადატვირთვის შემდეგ, 290 ტონიანი ტრანსფორმატორი 28-ღერძიან მისაბმელებზე გადაიტანეს, ხოლო 168.8 ტონიანი ტვირთი - 20-ღერძიან მისაბმელზე რომლის ყველა ჭერძი მართვადი იყო.
„ეს არის ყველაზე მძიმე წონიანი ტვირთი, რომელიც კი ოდესმე გადაზიდულა ამ დერეფანში. ეს პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს AsstrA-ს გუნდის ექსპერტობას რთული ლოგისტიკური პრობლემების გადაჭრაში. ეს ჩვენი გუნდისთვის საამაყო მომენტია და ჩვენი შესაძლებლობების ნათელი დემონსტრირება არაგაბარიტული ტვირთების ლოგისტიკასა და საპროექტო სამუშაობის სფეროში“, - აღნიშნა Nikita Kim, AsstrA-ს Business Development Manager.
AsstrA-ს მიერ კლიენტისთვის მიწოდებული ერთ-ერთი გადამწყვეტი უპირატესობა იყო იალამა-ნავოის (უზბეკეთი) მარშრუტზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება. მძიმე ტვირთების გადასატანად მოხდა ორი ხიდის გამაგრება, რაც ტრანსპორტირების კრიტიკულად მნიშვლენოვან ასპექტს წარმოადგენდა, ამან არა მხოლოდ უზრუნველყო მარშრუტის უსაფრთხოება და საიმედოობა, არამედ კლიენტისთვის მნიშვნელოვანი ხარჯების დაზოგვაც გამოიწვია.
ტვირთმა ჩინეთის, ყაზახეთის და ხორგოსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით 4500 კილომეტრზე მეტი გაიარა. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი უზბეკეთში კომბინირებული ციკლის ელექტროსადგური იყო. ოპერაცია რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: ჩინეთში ჩატვირთვა, ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარზე გადატვირთვა, მარშრუტზე ინფრასტრუქტურისა და ხიდების განახლება და საერთაშორისო საზღვრებზე მკაცრი კოორდინაცია. ტვირთის გადაზიდვას სჭირდებოდა ლოჯისტიკის საფუძვლიანი დაგეგმვა, სპეციალიზებული აღჭურვილობა და საზღვრისპირა მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა.
ტრანსპორტირების ყველაზე რთული ეტაპი 290 ტონიანი ტრანსფორმატორის უსაფრთხოდ მიწოდება იყო. ტვირთის უზარმაზარი წონის გათვალისწინებით, ავტომობილის საერთო წონა 450 ტონას აღწევდა. ასეთი მძიმე ტვირთის გადასატანად გამოიყენებულიქნა დამატებითი სათავე აგრეგატი. ამ სირთულეების მიუხედავად, ტრანსპორტირება წარმატებით დასრულდა: ტვირთი უსაფრთხოდ და დაგეგმილ ვადაში იქნა მიწოდებული.
პროექტი ინფრასტრუქტურული შეზღუდვების დასაძლევად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ყველა ეტაპზე მოითხოვდა ინდივიდუალურ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს და საინჟინრო გამოცდილებას. AsstrA-ს სპეციალისტებმა წარმატებით დაასრულეს ტრანსპორტირება და ტრანსფორმატორები უსაფრთხოდ და დაცულად მიიტანეს დანიშნულების ადგილზე.

















































