ქიმიური ტვირთის ტრანსპორტირება მოითხოვს სიზუსტეს, კონტროლს და ნორმატიული მოთხოვნების ცოდნას. AsstrA-Associated Traffic AG-ის გუნდმა დააორგანიზა ADR-ის კატეგორიის საღებავებისა და ლაქების საავტომობილო გადაზიდვა ფინეთიდან ყაზახეთში, რითაც დაადასტურა კომპანიის საიმედოობა და პროფესიონალიზმი სახიფათო ტვირთების მართვაში.
ტვირთი ფინეთის ქალაქ ვანტაადან ყაზახეთის ქალაქ ალმატიში გაემგზავრა, ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში გადატვირთვით. ტვირთის საერთო წონა 18 ტონას აღემატებოდა. მრავალსაფეხურიანი მარშრუტისა და ტვირთის სპეციფიკის მიუხედავად, მიწოდება დროულად და ADR-ის მოთხოვნების სრული დაცვით განხორციელდა.
გადაზიდვის დროს სასწრაფოდ საჭირო გახდა თანმხლები წერილის შეთანხმება. კლიენტთან თანამშრომლობით, AsstrA-ს ექსპერტებმა სწრაფად შეიმუშავეს ახალი დოკუმენტის შაბლონი, რომელიც ამჟამად შედის ასეთი გადაზიდვების სტანდარტულ პაკეტში. ეს გადაწყვეტილება შეამცირებს გაფორმების დროს.
ტვირთის გადაზიდვა განხორციელდა AsstrA Italy-ის, Nordic & Balkans – CIS Division и Western Europe – Baltics Division-ის მონსწილეობით. რეგიონთაშორისი კოორდინაცია უზრუნველყოფს გადატვირთვის დროს გადაწყვეტილების მიღებისა და ტექნიკური პროცედურების ზედამხედველობის სწრაფ პროცესს, რაც ლოჯისტიკის ხარისხის გაზომვადი მაჩვენებელი გახდება.
„ყოველი ახალი მარშრუტი ჩვენი პროცესების ეფექტურობის გამოსაცდელ შესაძლებლობას წარმოადგენს. როდესაც არასტანდარტული სიტუაცია სტანდარტების გაუმჯობესებაში გვეხმარება, ეს როგორც გუნდის, ასევე კლიენტის თავდაჯერებულობას აძლიერებს“, - აღნიშნავს ანა დოვნარი, AsstrA-ს Trade Lane Manager.
„ჩვენთვის, ყველა გადაზიდვა უბრალოდ მიწოდება არაა, არამედ გრძელვადიანი პარტნიორობის ნაწილია. ჩვენ პროცესებს ისე ვაშენებთ, რომ კლიენტმა ყველა ეტაპზე სტაბილურობა, პროგნოზირებადობა და პროფესიონალიზმი დაინახოს“, - ამბობს ეკატერინა ბოროვენსკაია, Head of Italy, Nordic & Balkans – CIS Division.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტვირთის გაგზავნის შემდეგ, კლიენტმა მადლობის წერილი გამოგზავნა ასევე AsstrA-ს გუნდის პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა. ეს გამოხმაურება ადასტურებს დანერგილი გადაწყვეტილებების ეფექტურობას და რეგიონებს შორის თანამშრომლობის ხარისხს.
როგორც კომპანიების საერთაშორისო ჯგუფი, AsstrA მრავალი წელია უზრუნველყოფს ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის შეუფერხებელ სატრანსპორტო კავშირებს. გუნდისთვის ეს არ არის მხოლოდ მარშრუტები, არამედ ოფისებს, ექსპერტებსა და პარტნიორებს შორის ურთიერთქმედების კარგად ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც გაერთიანებულია ერთიანი ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებით.
თითოეული პროექტი, იქნება ეს ქიმიური თუ სამრეწველო პროდუქტების მიწოდება, აჩვენებს AsstrA-ს უნარს, მოარგოს გლობალური გადაწყვეტილებები კონკრეტული ბაზრების კონკრეტულ საჭიროებებს.

















































